ფოთელი ნაციონალების მტკიცებით, მათ უბანზე "კარუსელის" მცდელობა დააფიქსირეს

2014.06.15 ავტორი: TS

ფოთის #13 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორმა ამომრჩეველს სამი ბიულეტენის ნაცვლად, ორი ერთიდაიგივე ბიულეტენი გაატანა, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ნანული ღლონტმა საჩივარი დაწერა.  

რეგისტრატორი ამას ტექნიკური შეცდომით ხსნის, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობაში" ეჭვობენ, რომ ბიულეტენი მათ "კარუსელისთვის" სჭირდებოდათ და ამომრჩეველს საჭირო ოდენობის ბიულეტენი ამიტომაც არ მისცეს.

 

"ჩვენი ინფორმაციით, კარუსელისთვის მათ ბიულეტენის გარეთ გატანა უნდოდათ"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი კანდიდატი დარეჯან ცხვიტარია.

 

მისი ინფორმაციით, ჩოჩქოლი იყო #24 უბანზე, თუმცა ინციდენტი ამჟამად ამოწურულია. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფოთის საოლქო კომისიაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეზოში გამართული ხმამაღალი ლაპარაკი, უბნის მუშაობაზე არანაირად არ აისახება.

 

საოლქოს განცხადებით, #13 უბანზე, იყო ტექნიკური ტიპის დარღვევა. როცა რეგისტრატორმა ორი ცალი ერთნაირი ბიულეტენი გაატანა ამომრჩეველს, ხოლო ერთი საერთოდ არ  მიუცია. მათი განცხადებით, გაიხსნება ყუთი და თუ ზედმეტი ხმა აღმოჩნდება, ის გაბათლდება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED