ISFED-ი ანაკლიაში დამტვრეული ყუთის ფოტოს ავრცელებს

2014.06.15 ავტორი: TS

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ზუგდიდის თემის (ანაკლია) #32 უბნის ინციდენტის შედეგად დაზიანებული ყუთის ფოტოს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში, დღეს, დაახლოებით 10:15 საათზე, ერთ–ერთმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა, ცინარა აბულაძემ გამოიწვია არეულობა, რის შემდეგაც მან დაამტვრია სარჩევნო ყუთი.

 

უბანზე საარჩევნო პროცესი შეჩერებულია. 

 

ცინარა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს, გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედაა. როგორც ოჯახი აცხადებს, შვილი წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების დავალებით გადავიდა აფხაზეთში და მას შემდეგ არავის უნახავს.


გოგიტა აბულაძის დედა კონტრდაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას ითხოვს.

 

2012 წელს ცინარა აბულაძეს ამავე საკითხზე პრეზიდენტთანაც სურდა შეხვედა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მაშინ ადგილობრივმა პოლიციამ სახლში ჩაკეტა და პრეზიდენტამდე მისვლის უფლება არ მისცა.

 

დაკარგულის ოჯახის წევრებს და და ნათესავებს, ამჟამად პრეტენზიები ახალ ხელისუფლების მიმართაც აქვთ. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED