ფოთში თეატრის მშენებლობა დასრულდა

2014.06.01 ავტორი: TS

ფოთში, თეატრის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები და კულტურის სფეროს მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. თაეტრის სცენიდან დარბაზში მყოფთ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა.

„დღეიდან უკვე ამ შესანიშნავ თეატრს აქვს ახალი, თანამედროვე შენობა და ყველა პირობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, საუკეთესო დარბაზში საუკეთესო სპექტაკლები შესთავაზოს მაყურებელს. ფოთს დაუბრუნდა თეატრი ისეთი სახით, როგორც ფოთსა და ფოთელებს ეკადრებათ. დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 

პრემიერმა საქართველოს დიდ თეატრალურ ტრადიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოთის თეატრის ისტორია 127 წელს ითვლის.

 

ფოთის თეატრის მშენებლობა, ძველი შენობის ეპარქიისთვის გადაცემის შემდეგ, 2005 წელს დაიწყო და 2008 წელს უნდა დასრულებულიყო. ხელისუფლების განცხადებით, სამუშაოები აგვისტოს მოვლენებმა შეაფერხა, რის შემდეგაც შენობის დასრულება 2010 წლისთვის დაიგეგმა, თუმცა ვადები აქაც დაირღვა. 

 

2012 წელს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მითითებით შენობის პროექტში ცვლილები შევიდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. თეატრის მშენებლობა გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დროებით შეჩერდა.

 

ახალი თეატრის მშენებლობა ბიუჯეტს, ჯამში, 11 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა, საიდანაც 7 მლნ. ლარზე მეტი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო.

 

თეატრალური დასი თითქმის 9 წელიწადი კულტურის სახლის მცირე დარბაზში იყო განთავსებული.

 

თეატრის შენობის პროექტის ავტორი საპროექტო ფირმა „ლატელიტია“, ხოლო პროექტის დირექტორი არქიტექტორი - ლადო ხმალაძე.


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED