საია და ტფილისის ჰამქარი გუდიაშვილის მოედნის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

2014.03.24 ავტორი: TS

ბოლო წლებში, გუდიაშვილის მოედანზე არსებულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებული საკითხი არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დისკუსიის საგანი. სამწუხაროდ, ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ გადადგმულა ეფექტური ნაბიჯები რაც გუდიაშვილის მოედანზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადო წესების დაცვით რეაბილიტაცია-რესტავრაციას და მისი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებასთან იქნებოდა დაკავშირებული.  

დღევანდელი მდგომარეობით, გუდიაშვილის მოედანი თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაა. ხოლო მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობები ააიპ “თბილისის განვითარების ფონდის”. მიუხედავად დიდი მცდელობისა, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია გუდიაშვილის მოედნის და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის მომავალი.

 

სამწუხაროდ, დღეისთვის არც თბილისის მერიას, არც თბილისის განვითარების ფონდს და არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ტერიტორიის რეაბილიტაცია და რა ბედი ელის გუდიაშვილის მოედანზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესები გუდიაშვილის მოედნის და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეოების მომავლის შესახებ არ ატარებს გამჭვირვალე ხასიათს და ამ პროცესში სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი საზოგადოების შესაბამისი ჯგუფების მონაწილეობა.  

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებები გვაძლევს საფუძვლს განვაცხადოთ, რომ  გუდიაშვილის მოედნის და იქ არსებული კულტურული მემვკიდრეობის გადარჩენის მიზნით, აუცილებელია:  

 

1. მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები ,,თბილისის განვითარების ფონდმა’’ საკუთრებაში გადასცეს თბილისის თვითმმართველობას.  

 

2. გამოცხადდეს საერთაშორისო, ღია კონკურსი მოედნის განვითარების კონცეფციაზე და სარესტავრაციო პროექტების შექმნაზე. საკონკურსო პირობების შექმნაში და გამარჯვებული პროექტების გამოვლენაში ჩართული იყოს  პროფესიონალთა ფართო სპექტრი.  პროცესი იყოს გამჭვირვალე, საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც პროფესიული, ასევე დაინტერესებული საზოგადოებისთვის.  

 

3. თბილისის თვითმმართველობამ  პირობებიანი აუქციონის საშუალებით უზრუნველჰყოს ობიექტების გასხვისება. გასხვისებისას ყოველ ობიექტს დაერთოს კონკურსის ფარგლებში შექმნილი კონცეფციისა და სარესტავრაციო დოკუმენტაცია. მკაცრად და მკაფიოდ იქნეს განსაზღვრული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ვადები, წესები, პირობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების გასხვისების მთელი პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და თბილისის თვითმმართველობამ უნდა  უზნრველყოს დაინტერესებული ჯგუფების, შესაბამისი დარგის სპეციალისტების და სამოქალაქო საზოგადების  პროცესში ჩართულობა.  

 

4. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დამოუკიდედბელი ექსპერტების მიერ შექმნილ ჯგუფს.

 

- See more at: http://gyla.ge/

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED