ფოთის ექს-მერმა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ თანამშრომელი დანიშნა

2014.02.06 ავტორი: TS

ფოთის ყოფილმა მერმა, დავით სარსანიამ, გადადგომის შესახებ განცხადების დაწერიდან ექვსი დღის შემდეგ, მერიის სივრცითი მოწყობის და მშენებლობის სამსახურში მთავარ სპეციალისტად კონტრაქტით კახაბერ ფარღალავა დანიშნა. მერმა მისი მიღების შესახებ ბრძანებას, სწორედ იმ დღეს მოაწერა ხელი, როცა საკრებულომ მისი განცხადება დააკმაყოფილა. 

სარსანია განმარტავს, რომ მას ამის უფლება ჰქონდა და კანონი არ დაურღვევია. თუმცა, რატომ "იზრუნა" მისი შემცვლელის ნაცვლად და აღნიშნულ სამსახურში კადრის დამატების რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა სწორედ მისი განცხადების (რაც დიდი ალბათობით დაკმაყოფილდებოდა) განხილვის დღეს, მან ვერ ახსნა.

 

"ამის ნაცვლად აჯობებდა, ბესელიას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე და იმაზე გეწერათ, როგორ დადის პროკურორი ჯიმი გოგუაძე მერიაში და ვიღაცებს მუშტებს უბრახუნებს მაგიდაზე,"- აღნიშნა ყოფილმა მერმა TSpress-თან საუბარში.

 

ფოთის ყოფილმა მერმა გადადგომის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 16 იანვარს დაწერა, რაც მან მაჟორიტარი დეპუტატის ზეწოლით ახსნა. ამჟამად, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილეა. მერის მოვალეობას კი ვასილ თოდუა ასრულებს, რომელიც მანამდე მერის მოადგილე იყო.

 

მერის საკადრო პოლიტიკასა და ნეპოტიზმის ნიშნით კადრების დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეტენზიები ადრეც არსებობდა. TSpress-მა ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიებაც გამოაქვეყნა - ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში.

 

შეგახსენებთ, რომ "სახალხო ფორუმელი" დავით სარსანია მერის პოსტზე, გასული წლის იანვარში დაინიშნა. ის მაჟორიტარ ეკა ბესელიას შტაბის წევრი და მასთან დაახლოებული პირი იყო. დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, მათ შორის ღია დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც მაჟორიტარი საკუთარი "არჩევანით" უკმაყოფილებას არ მალავდა და მისი მხრიდან მერს მუდმივად აკრიტიკებდა და ემუქრებოდა კიდეც. მერი კი მაჟორიტარს თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა.

 

დაპირისპირება ბოლოს მერის გადადგომით დასრულდა.


 

ამავე თემაზე:

 

ფოთის საკრებულომ მერს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა 

 

ფოთის მერი გადადგომას მაჟორიტართან დაპირისპირებას უკავშირებს 

 

რა მოთხოვნებს უყენებს ეკა ბესელია ფოთის საკრებულოს? [Video] 

 

ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video] 

 

იგივენი და ფოთის მერი... 

 

ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video] 

 

დავით სარსანიას მხარდამჭერების ულტიმატუმი საკრებულოს [Video] 

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video] 

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის 

 

TSpress-ის გამოკითხვის შედეგები ფოთის მერად დავით სარსანიას დანიშვნის შესახებ 

 

კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 

ფოთის მერმა მაჟორიტარის ბიუროს მერიაში განთავსებული ფართის დატოვება მოთხოვა 

 

საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის 

 

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს 

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED