ფოთის საკრებულო და მაჟორიტარი შექმნილ საბიუჯეტო დეფიციტს ერთმანეთს აბრალებენ

2014.01.30 ავტორი: TS

ფოთელი თვითმმართველები ბიუჯეტში არსებულ დეფიციტში და ხელფასების დაგვიანებას, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას ადანაშაულებენ. საკრებულოს "ნაციონალი" წევრი მაგდა მენაბდე ბიუჯეტში შემოსულობების მიუღებლობაში მაჟორიტარის კვალს ხედავს. 


მისი თქმით, გასულ კვირას დარიგებული ხელფასები თვითმმართველობამ დაარიგა გათანაბრებითი ტრანსფერის ხარჯზე.

 

"იანვრის ბოლოს არც ერთი თეთრი შემოსული არაა. ვერ ვახერხებთ  გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დაკმაყოფილებას, ვინაიდან ადგილობრივი შემოსავალი არ აქვს ფოთს. არ მუშაობს საგადასახადო. ესაა ქალბატონ ეკა ბესლეიას პირდაპირი ინტერესი, რომ მოხდეს ამ ქალაქის, რაც შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში ჩაგდება"- აცხადებს მენაბდე, თუმცა ბესელიას კავშირს ადგილობრივ ბიუჯეტთან ვერ ასაბუთებს.

 

მოგვიანებით, ეკა ბესელია მენაბდეს სტრასბურგიდან გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა:

 

"მთელი წლები არამიზნობრივად ხარჯავდნენ თანხებს. არც დღეს ასრულებენ მოვალეობას რაც აკისრიათ კომისიებში. ბიუჯეტი რომ გაირღვა 2013 წელს და არ შესრულდა. რატომ არ მოახდინეს რეაგირება ამაზე? პრემიები დაირიგეს რამდენჯერმე, როდესაც ხალხს ასე უჭირს. ხელს ნუ იშვერენ სხვისკენ, საკუთარ ბრალეულობაზე აგონ პასუხი! "ნაციონალებმა" ფოთი კატასტროფამდე მიიყვანეს და დანაშაულებრივად მართეს. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ უკანონობაზე, რაც ხდებოდა"- აცახდებს მაჟორიტარი.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის გასული საბიუჯეტო წელი 600 ათას ლარიანი დეფიციტით დასრულდა. ამავე რაოდენობის პრემიები თვითმმართველებმა, საახალწლო დღეებში დაირიგეს. გასულ წელს, თითქმის 12 მილიონიანი ტრანსფერიდან, ფოთმა 5,5 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა. 

 

 

ამავე თემაზე:

 

 

ფოთის ბიუჯეტიდან გაცემული პრემიები შექმნილი დეფიციტის ოდენობას უტოლდება 


რატომ ვერ აითვისა ფოთმა ტრანსფერის დიდი ნაწილი - ინტერვიუ ფოთის მერის მოვალების შემსრულებელთან


 

პრემიების დაუსაბუთებლად გაცემის პრაქტიკა გრძელდება

 

რა შუაშია ფოთის საჯარო მოხელეთა პრემიებთან პატრიარქი? [Video] 

 

პასკა და სანთლები მერის ავტოგრაფით [Video] 

 

ფოთის საკრებულოს თანამშრომლებს პრემიები დაურიგდათ 

 

ფოთის მერი - ფულადი ჯილდოსა და პრემირების პრაქტიკა არ გაუქმდება [Video] 

 

საარჩევნოდ დარიგებული პრემიები 

 

საჯარო მოხელეებს - 130 ათასის პრემია, სოცილურად დაუცველ ბავშვებს - 3200 ლარის „ბარამბო“ 

 

დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში გაცემული პრემიები



 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED