თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაბარებას არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას უკავშირებს

2014.01.29 ავტორი: TS

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, რასაც ზეწოლად მიიჩნევს და პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

გუნავას განცხადებით, მისი პროკურატურაში დაბარება გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმადაც მან შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

 

მისი ვარაუდით, ის პროკურატურამ გურამ ქადარიას საქმესთან დაკავშირებით დაიბარა, რომელიც გუნავას სხვადასხვა საქმეებში მონაწილეობას აბრალებს.

 

შეგახსენებთ, რომ გუნავას, გასული წლის ივლისში, სასამართლოს გაადწყვეტილებით, 4–წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ყოფილი გუბერნატორი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე, ხოლო საქმეში, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ეხება და გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თენგიზ გუნავა პროკურატურამ სხვადასხვა საქმეზე მოწმის სახით პროკურატურაში რამდენჯერმე იყო დაბარებული.

 

პირველად ის პროკურატურამ  სვანეთის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის, ბაკურ გულუას დაჭრის ფაქტზე დაკითხა, რაზეც ბრალიც წაეყენა. მეორედ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაიკითხა. მესამედ კი, მოქალქე გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტზე დაიკითხა.

 

გასულ წელს, გუნავა სამართალდამცავებმა  ორჯერ, იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. მან ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ მას "მაკაროვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ძალით ჩაუდეს და ნარკოტიკული საშუალება ასევე დაძალებით მიაღებინეს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. მას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისულა.

 

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების შედეგად გუნავას დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში უზუსტობები დადასტურდა. 

 

თენგიზ გუნავა პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც ის პრეზიდენტმა გუბერნატორის პოსტზეც აღადგინა. პოსტიდან ის გასული წლის ოქტომბერში გადადგა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED