რატომ ვერ აითვისა ფოთმა ტრანსფერის დიდი ნაწილი - ინტერვიუ ფოთის მერის მოვალების შემსრულებელთან

2014.01.28 ავტორი: TS

"ტრანსფერის აუთვისებლობის კუთხით, ფოთში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ. გასულ წელს, თითქმის 12 მილიონიანი ტრანსფერიდან, ფოთმა 5,5 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა. ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვასილ თოდუა ამის მიზეზად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ სამუშაოების შეუსრულებლობასა და გაჭიანურებულ პროცედურებს უკავშირებს. 

მინისტრი დაივთ ნარმანია პროცედურების გაჭიანურებას დამატებითი დამცავი მექანიზმების დამატებას უკავშირებს, რაც მისივე თქმით, უხარისხოდ შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოებისგან დაზღვევაა. 

 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია მერსა დ ამის გუნდს კორუფციული სქემების დალაგებაში მუდმივად ადანაშაულებდა: "დაალაგეს კორუფციული სქემები, დაიწყეს ისევ იმ ტენდერების ჩატარება, როგორც იგებდნენ ადრე ერთი და იგივე კომპანიები"...

 

ბესელიას თქმით, ტენდერებს იმიტომ შლიდნენ, რომ მათთვის მისაღებ კომპანიებს გაემარჯვათ. თუმცა, როგორც გაირკვა, მთელი წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი ტენდერი გამოცხადდა ხელახლა, ხოლო კორუფციაში "ეჭვმიტანილი" დავით სარსანია სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორად დააწინაურეს.

 

რა მოხდა რეალურად და რას უკავშირდება თანხების აუთვისებლობა? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს ფოთის მერის მოვალების შემსრულებელი ვასილ თოდუა:

 

-6 თვით ხართ დანიშნული, რა მემკვიდრეობა მიიღეთ და რის გაკეთებას აპირებთ?

 

- გვაქვს დამტკიცებული ბიუჯეტი: 14 მლნ საკუთარი შემოსავლები, გარდამავალი ტრანსფერი 5 562 ათასი, რომელიც იგივე პროექტების გასაგრძელებლად იქნება გამოყენებული და 12 მლნ. მიმდინარე წლის ტრანსფერი. პირველ ეტაპზე 6 მლნ გამოიყოფა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მეორე ნახევარი.

 

-პრეტენზიები არის აუთვისებელ ბიუჯეტზე. რამ გამოიწვია ეს და ხომ არაა იგივეს საშიშორება წელსაც?

 

-გამოყოფილი 11,8 მლნ-დან  აუთვისებელი დარჩა 5 მლნ 562 ათასი, რომელიც გარდამავალი ნაშთი არის უკვე ბიუჯეტში ასახული.

 

- რა სამუშაოაბი ვერ შესრულდა?


- სტადიონის, თეატრის, ფასადებისა და ტროტუარების მშენებლობა.

 

- მიზეზი რა იყო შეუსრულებლობის?


-კომპანიებნა, რომლებმაც დააკმაყოფილეს სატენდერო მოთხოვნები და გაიმარჯვეს ელექტრონულ ტენდერებში, საკონტრაქტო ვადებში ვერ შეარულეს ვალდებულები. შესრულებული სამუშაოები არის მინიმალური. შესყიდვების სააგენტო განიხილავს ჩვენს პრეტენზიას და გააუქმებს ხელშეკრულებას. ისინი 21 თებერვლიდან საჯარიმო სანქციაზე გადავლენ, საბოლოოდ კი შავ სიაში. დაითვლება ბიუჯეტიდან მათთვის გადარიცხულ თანხებს და ასევე აუთვისებელ დარიცხულ ჯარიმებს, რასაც დაიბრუნებს ბიუჯეტი და გამოვაცხადებთ ხელახალ ტენდერებს.

 

- ბიუჯეტს არ უზარალია, მაგრამ, გასულ წელს, პრაქტიკულად ყველა სამუშაო გაჩერებული იყო, რამაც სტაგნაციის შთაბეჭდილება შექმნა. არის თუ არა წელსაც მსგავსი საშიშროება?


- ახლა უკვე საწყისშივე იქნება მკაცრი მიდგომა, შევქმნით კომისიას, რომელიც ყოველკვირეულად გააკონტროლებს და ჩაიბარებს სამუშაოებს გრაფიკის მიხედვით.

 

-დასრულებული სამუშაოები კი დროში ძალიან გაიწელა. როგორც ცნობილია, ზოგადი პროცედურები იგივე დარჩა. როგორ გამორიცხავთ სამუშაოების მსგავსად გაჭიანურებას მომავალში ან მსგავს კომპანიებს?

 

-  არც ერთი სამუშაო პროექტი არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ სურვილი და იდეა და ამისათვის გამოიყო ფული. პროექტის წარმოდგენა, ტენდერის გამართვა, ექსპერტიზა და ა.შ. მსგავსი პროცედურები, გასულ წელს დავიწყეთ გვიან, მაისიდან. საერთო ჯამში,პროექტის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პროცედურა მოითხოვს დაახლოებით 5 თვეს.

 

- ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია ფოთის ყოფილ მერს ბრალს სდებდა კორუფციული სქემებით ტენდერების ჩატარების მცდელობასა და ამის გამო ტენდერების ჩაშლაში. მსგავსის ფაქტების არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ალბათ მთელ გუნდს ეკისრება, მათ შორის, თქვენც, როგორც იმ დროს მერის პირველი მოადგილეს..


- კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი ტროტუარების ტენდერი ჩაიშალა, როცა პირობების დაზუსტება მოვთხოვეთ. რის შემდეგაც ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა და გაიმარჯვა სხვამ. სხვა შემთხვევაში, ყველა აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.

 

- თქვენს წინამორბედს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მაჟორიტართან. მის გადაყენებას ხომ არ უკავშირებთ ამ დაპირისპირებას და თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

 

- მე თავიდანვე ნორმალური ურთიერთობა მქონდა მაჟორიტართან და მიმაჩნდა, რომ ის იმ პოტენციალის მატარებელია, რომელსაც ქალაქისთვის სიკეთის გაკეთება შეუძლია. ცუდი დამოკიდებულება კი ქონდათ ზოგადად... მერმა თქვა, რომ გადადგომა ნამდვილად ამასთან არისო დაკავშირებული, მაგრამ კონკრეტული ფაქტები მე არ ვიცი.. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED