ეკა ბესელიას ბოიკოტი და საჯარო ინფორმაციაზე ოფიციალური უარი TSpress-ს

2014.01.24 ავტორი: TS

"ასეთი მითითება მაქვს უფროსებისგან, რომ TSpress-ს პასუხი არ გავცეთ!" - განაცხადა ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას ბიუროს თანამშრომელმა ნანა ვეკუამ TSpress-ის მიერ 18 დღის წინ შეტანილ წერილზე პასუხის მოთხოვნისას. მას საჯარო ინფორმაცაზე უარის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, მხოლოდ ის განმარტა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელების: ეკა ბესელიასა და ზურა ჩაჩუას (ბიუროს უფროსი) მითითებას ასრულებს.

ინტერნეტგამოცემამ მაჟორიტარის ბიუროს მ/წ 6 იანვარს მიმართა და მაჟორიტარის ბიუროსთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან 2013 წელს გამოყოფილი ლიმიტირებული თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია მოითხოვა.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით, შექმნილია მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რომლის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან თვეში 5000 ლარით ნაზღაურდება ძირითადი საშუალებების შეძენის, ოფისის იჯარის, ბიუროს თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, ასევე საკომუნიკაციო, საწვავის, სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობის, ოფისის სარემონტო სამუშაოებისა და ბიუროს ფუნქციონირების სხვა ხარჯებისთვის.

 

ინფორმაციის გაუცემლობისა და თანამშრომლობაზე უარის თქმის ფაქტს გასული წლის აგვისტოშიც ჰქონდა ადგილი. ინტერნეტგამოცემამ, მაჟორიტარის ბიუროს იმჟამინდელი უფროსის - ვალერი ტეტუნაშვილისგან, წერილობით კითხვებზე ნაწილობრივი პასუხი მიიღო, სადაც ასევე წერდა, რომ ის თანამშრომლობს ყველა მედიასაშუალებებთან, "იმ სახით, რა სახითაც მედიასთან ურთიერთობენ, გარდა ინტერნეტგამოცემა TSPRESS -ისა, რომელმაც სამწუხაროდ, აირჩია ჩვენთან არაჯანსაღი, არაკორექტური დესტრუქციული ფორმა".

 

რედაქციის საპასუხო წერილში, ბიუროს უფროსს განემარტა საკუთარი პრეტენზია, გამოცემას ოფიციალური პასუხი არ მიუღია. "პირად წერილებზე და განწყობებზე პასუხებს არ ვწერ. დამიდევი აქ ერთი, რა წერილზე მესაუბრები და იკითხე კოლეგებში რა საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს მაგ წერილის შინაარსი, ვადებს რომ მიწესებ"- ასე უპასუხა "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე ტეტუნაშვილმა დასმულ კითხვას 24 დღის შემდეგ.

 

თავად ეკა ბესელიამ კი გამოცემას ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ინტერნეტგამოცემის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ, გასული წლის აპრილში, იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ეკა ბესელიას მიერ თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევის შესახებ კითხვა დაუსვა და მაჟორიტარის მამხილებელი სტატიები გამოაქვეყნა. 

 

ეკა ბესელიას ბიურო, გასული წლის ნოემბერში,Tspress-ის ჟურნალისტებს 9 სადავო სტატიის 22 ნაწილში, მაჟორიტარის დისკრედიტაციას, ტყუილის ტირაჟირებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში ედავებოდა. საბჭომ გამოცემა 19 ნაწილში გაამართლა და მხოლოდ 3 დარღვევა დაადასტურა, რომლებიც, გამოცემის რედაქტორის განმარტებით, უმნიშვნელო იყო და ის სწორედ ბესელიას მისი თანაგუნდელების მიერ გამოცემისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს უკავშირდებოდა. 

 

ასევე ადგილი ქონდა, ბესელისა და მისი თანაშემწე ზურა ჩაჩუას მიერ, TSpress-ის ჟურნალსიტისათვის საკმაოდ უხეში ფორმით მიმართვასა და ბიუროს მისაღებში მოქალაქეებთან შეხვედრის გადაღების აკრძალვას. "სამუშაო ოთახია და ხელს გვიშლი მუშაობაში!"- გაღიზიანებული ტონით მიმართა ჩაჩუამ ჟურნალისტს, ბესელიამ კი მას კამერის "მოცილება" მოთხოვა.

 

ეკა ბესელიას ფოთელი თანაგუნდელები გამოცემას საქმიანობაში ხელს წინასაარჩევნოდაც უშლიდნენ. გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბისა და "ქართული ოცნების" ფოთელმა ლიდერმა, ირაკლი კაკულიამ შტაბის საქმიანობის შესახებ TSpress-თან კომენტარი არ გააკეთა და ინფორმაციის გაცემა თანაგუნდელსაც აუკრძალა.

 

 

 

ამავე თემაზე:

 


ეკა ბესელიასა და ტ/კ "მეცხრე ტალღის" ბოიკოტი TSpress-ის მიმართ გრძელდება

 

ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია 

 

მაჟორიტარის გაუმჭვირვალე ფონდიდან ფოთში სანაპირო ზოლი უნდა კეთილმოეწყოს [Video] 

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio] 

 

მარგველაშვილის ფოთის შტაბი TSpress-ს აქტივობების გაშუქებაში ხელს უშლის [VIdeo] 

 

TSpress-ი მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს

 

ჟურნალისტის მიერ ეთერში დაბლოკილი TSpress-ი და დამალული ვიდეომასალა [Audio]

 

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED