ფოთის ექს-მერი - გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნას მომავალ კვირაში ველოდები

2014.01.24 ავტორი: TS

"მქონდა შემოთავაზება სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და შესაბამისად, დავთანხმდი დამეტოვებინა თანამდებობა,”-განაცხადა დავით სარსანიამ გადადგომისას.

მისივე ინფორმაციით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეობა შეთავაზეს. თუმცა ის არ აკონკრეტებს კონკრეტული შეტავაზება ვისგან მიიღო. გუბერნატორ ლევან შორნიას სარსანიას განცხადება არ დაუდასტურებია, თუმცა, აღნიშნა, რომ სარსანია მის მოადგილედ "მოიაზრება".

 

თავად სარსანია დაპირებულ თანამდებობაზე დანიშვნას მომავალ კვირაში ელოდება.

 

"ყველა დონეზე შეთანხმებული იყო და ალბათ, მომავალ კვირაში უნდა დავინიშნო,"- განაცხადა მან TSpress-თან საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერმა დავით სარსანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ გადაყვანის მიზეზით, გადადგომის შესახებ განცხადება 16 იანვარს დაწერა.

 

საკრებულომ მერს განცხადება 22 იანვარს აუკმაყოფილა. დავით სარსანია აღნიშნულ თანამდებობაზე გასული წლის იანვარში დაინიშნა.

 

მერის გადადგომის რეალურ მიზეზად, მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირება სახელდება. ერის მოვალეობას ამჟამად ვასილ თოდუა ასრულებს, რომელიც მანამდე მერის მოადგილე იყო.


 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერის "გადადგომის" რეალური მიზეზები


ფოთის საკრებულომ მერს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა 

 

ფოთის მერის გადადგომის შესახებ განცხადების განხილვა "ნაციონალებმა" ჩაშალეს

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED