ფოთის მერის მოვალეობას ვასილ თოდუა შეასრულებს
2014.01.24
ფოთის მერის მოვალეობას, მერის მოადგილე ვასილ თოდუა შეასრულებს. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, თოდუა მერის მოვალეობას 6 თვის ვადით შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის მერმა დავით სარსანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ გადაყვანის მიზეზით, გადადგომის შესახებ განცხადება 16 იანვარს დაწერა. საკრებულომ მერს განცხადება 22 იანვარს დაუკმაყოფილა.
მერის გადადგომის რეალურ მიზეზად, მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირება სახელდება.
ამავე თემაზე:
ფოთის მერის "გადადგომის" რეალური მიზეზები
ფოთის საკრებულომ მერს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა
ფოთის მერის გადადგომის შესახებ განცხადების განხილვა "ნაციონალებმა" ჩაშალეს