ფოთელი "ნაციონალები" აცხადებენ, რომ პარტიის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

2014.01.22 ავტორი: TS

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვახტანგ დარცმელიძის განცხადებით, პარტიის ოფისში მოსასმენი აპარატურა, ე.წ. "ჟუჩოკი" აღმოაჩინეს. დარცმელიძემ აპარატურა საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა.

დარცმელიძემ კოლეგებს მოსასმენი აპარატურა სხდომაზე, ფოთის მერის მიერ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადების განხილვამდე წარუდგინა. 

 

დარცმელიძემ ბოლო დღეებში პარტიის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა, თუმცა, ფაქტები არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი ხორციელდება ეკა ბესელიას დავალებით.

 

მან კოლეგებს მოუწოდა არ გამხდარიყვნენ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბრმა იარაღი და არ დაეკმაყოფილებინათ მერის განცხადება. აღნიშნული განცხადების შემდეგ, საკრებულოს 5-მა ნაციონალმა წევრმა სხდომა დატოვა.  ნაციონალები მიიჩნევენ, რომ მერმა განცხადება ბესელიას ზეწოლის შედეგად დაწერა. 


საკრებულოს ნაციონალი წევრის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მოსასმენი აპარატურა მათ პარტიის ოფისში 2 თვის წინ იპოვეს, თუმცა ფაქტი ამ დრომდე არ გაუხმაურებიათ.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზიაცია აღნიშნული ფაქტით სამართალდამცავების დაინტერესებას ელოდება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED