ფოთის საკრებულომ მერს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა

2014.01.22 ავტორი: TS

დღეს, ფოთის საკრებულომ, ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალმა" დეპუტატებმა.

სხდომას საკრებულოს 13 წევრი ესწრებოდა. 5 "ნაციონალი" წევრის გამოკლებით, მათ მერის განცხადებას მხარი დაუჭირეს.

 

საკრებულოს "ნაციონალი" წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ფოთის მაჟორიტარის მხრიდან მერზე განხორციელებული ზეწოლაა და მერს განცხადება დააწერინეს. მათ მიაჩნიათ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიუღებლობითა და ბოიკოტით, გააპროტესტეს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ერთპიროვნული მმართველობა ქალაქში და გაემიჯნენ დეპუტატის "ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს".

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფოთის მერმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. 20 იანვარს გამართულ სხდომაზე ნაციონალი წევრების ბოიკოტის მიზეზით, ქვორუმი ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა.

 

ამავე თემაზე:

 


ფოთის მერის "გადადგომის" რეალური მიზეზები

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED