ფოთის მერის გადადგომის შესახებ განცხადების განხილვა "ნაციონალებმა" ჩაშალეს

2014.01.20 ავტორი: TS

დღეს, ფოთის საკრებულომ, გადადგომის შესახებ მერის განცხადება ვერ განიხილა. მიზეზი ფრაქცია ნაციონალების 5 წევრის მიერ სხდომის მოულოდნელად დატოვება გახდა.

საკრებულოს სხდომას თავდაპირველად 10 წევრი ესწრებოდა. "ნაციონალების" მიერ სხდომის დატოვების შემდეგ, ქვორუმი ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა აცხადებს, რომ "ნაციონალების" ბოიკოტი მისთვის მოულოდნელი იყო.

 

"აცხადებენ, რომ მერზე ზეწოლაა, მაგრამ რა სახის ზეწოლაა, ვერ აკონკრეტებენ. ადამიანი დაწინაურების მიზეზით ითხოვს გაშვებას და მე პრობლემას ვერ ვხედავ"- აცხადებს ბაბილუა. მისი განცხადებით, ნაციონალების განცხადება ზეწოლის შესახებ უარგუმენტოა.

 

საკრებულოს ნაციონალი წევრი დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ მერის მხრიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება არის უპასუხისმგებლობა.

 

"როცა ბესელიას მოუნდება დაგვანიშნინებს და როცა უნდა ზეწოლით გადაგვაყენინებს, ეგრე არ იქნება. თუკი აიღო პასუხისმგებლობა მერმა, კეთილ ინებოს და ბოლომდე მიიყვანოს. ყველამ იცის, რომ მერმა ეს განცხადება ზეწოლით მიიღო"- აცხადებს ცხვიტარია.

 

საკრებულოს შემდეგი სხდომა ზეგისთვის დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ, ქვორუმი შედგება და გადაწყვეტილებაც შემდეგ სხდომაზე მიიღება.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერმა, დავით სარსანიამ გადადგომის მოთხოვნით საკრებულოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. ის აღნიშნულ პოსტზე გასული წლის იანვარში დაინიშნა. სარსანია მაჟორიტარის საარჩევნო შტაბის წევრი და მასთან დაახლოებული პირი იყო, რამაც მისი აღნიშნულ პოსტზე დანიშვნა დიდწილად განაპირობა.

 

მოგვიანებით, მაჟორიტარსა და მერს შორის დაპირისპირება დაიწყო, რაც საბოლოოდ მერის მიერ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადებით დასრულდა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED