სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მისი მოადგილეები პრიორიტეტად დასაქმებას ასახელებენ

2014.01.09 ავტორი: TS

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და მისმა ახლადდანიშნულმა მოადგილეებმა, სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელეს. 

გუბერნატორის მოადგილეები გახდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების მთავარი მენეჯერი კობა ქანთარია და “ქართული ოცნების” სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი ხვიჩა ჯიშკარიანი. გუბერნატორისთვის, მთავარია, "შრომისუნარიანობა და ერთგულება".

 

"ერთგულება არა ჩემს მიმართ, არამედ რეგიონის მიმართ. მე მჭირდება მათი მუშაობის ხარისხი, რას გააკეთებენ და რას შემოგვთავაზებენ. ასევე კომუნიკაცია ქონდეთ თქვნთან, მედიასთან და მოსასახლეობასთან“, – განაცხადა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოადგილეების წარდგენისას სამეგრელოს გუბერნატორმა, ლევან შონიამ.

 

წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველ კომენტარში საქმიანობის უმთავრეს ამოცანად ვიცე-გუბერნატორებმა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელეს.

 

"ჩვენი მხრიდან ყურადღება მიექცევა დასაქმებას და სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში. ამ მიზნით ჩვენ ვგეგმავთ ინვესტიციების შემოდინებას, ზოგადად ხელს შევუწყობთ ინვესტიციების შეემოსვლას და კოოორდინაციას გავუწევთ ამას"- განაცხადა კობა ქანთარია. სამუშაო ადგილები პრიორიტეტად გამოყო ჯიშკარიანმაც

 

შეგახსენებთ, რომ 55 წლის პროფესიით იურისტი ლევან შონია, მანამდე სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. ის ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ წარმატებულ კადრად დაასახელა და თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დანიშნა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED