ფოთის ბიუჯეტიდან გაცემული პრემიები შექმნილი დეფიციტის ოდენობას უტოლდება

2013.12.31 ავტორი: TS

წინასაახალწლოდ, ფოთის ბიუჯეტიდან 202 ათასი ლარი პრემიის სახით გაიცა. მიმდინარე წელს, სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე 3-ჯერ გაცემულმა პრემიამ, ჯამში, 600 ათას ლარს გადააჭარბა. ფოთის ბიუჯეტს კი, წლის ბოლოს, სწორედ ამ ოდენობის დეფიციტი აქვს.

ხელფასის ოდენობის თანხა გაიცა მერიის 210-ვე თანამშრომელმა, რამაც, ჯამში, 166,5 ათასი ლარი შეადგინა და საკრებულოს 35-ვე თანამშრომელმა, რაც 36,5 ათასი ლარია.

 

TSpress-ის ინფორმაციით, ფოთის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო წელს 600 ათასამდე საბიუჯეტო გარღვევით ასრულებს.

 

"დეფიციტი ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლიდან თანხის შემოუსვლლეობის გამო შეიქმნა"- აცხადებს ფოთის მერის მოადგილე ვასილ თოდუა.

 

განურჩევლად ყველა თანამშრომელზე პრემიების გაცემის პრაქტიკა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არსებობდა. 2011 წელს, სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე 577 ათასი ლარის ოდენობის პრემიები გაიცა, ხოლო 2012 წელს, პრემიებმა 870 ათასი ლარი შეადგინა. 

 

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" დანიშნულმა ფოთის ახალმა მერმა, დავით სარსანიამ პრემიების ამგვარი ფორმით გაცემაზე უარი განაცხადა, რასაც თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოყვა. მოგვიანებით, მან პოზიცია შეცვალა და ნაციონალების პერიოდში არსებული პრემირების პრაქტიკა გააგრძელა. 

 

"არ მიმაჩნია, კატეგორიების მიხედვით თანამშრომლის დაყოფა სწორად, ამიტომ პრემიის გაცემის შემთხვევაში, მას ყველა თანამშრომელი მიიღებს,"- აცხადებს სარსანია, არადა, პრემიების ყველა თანამშრომელზე განურჩევლად დარიგება სწორედ იმჟამინდელი ოპოზიციისა და საბიუჯეტო ექსპერტების მუდმივი კრიტიკის საგანი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ  კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უნდა გაიცეს, რაც პრემიების გაცემისას, არც ერთ შემთხვევაში, განმარტებული არ ყოფილა. 

 

ამავე თემაზე:

 

რა შუაშია ფოთის საჯარო მოხელეთა პრემიებთან პატრიარქი? [Video]

 

პასკა და სანთლები მერის ავტოგრაფით [Video]

 

ფოთის საკრებულოს თანამშრომლებს პრემიები დაურიგდათ

 

ფოთის მერი - ფულადი ჯილდოსა და პრემირების პრაქტიკა არ გაუქმდება [Video]

 

საარჩევნოდ დარიგებული პრემიები

 

საჯარო მოხელეებს - 130 ათასის პრემია, სოცილურად დაუცველ ბავშვებს - 3200 ლარის „ბარამბო“

 

დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში გაცემული პრემიები

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED