ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთის ბაზარზე 10 მლნ ბოთლი ღვინო შევიდა და 3-ჯერ გაიზარდა ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა

2013.12.28 ავტორი: TS

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკის ზრდა იწყება და ამის დასტურია მესამე კვარტლის მონაცემები, რომლიც მიხედვითაც, პირველ კვარტალთან შედარებით, კომპანიების სავაჭრო ბრუნვა, დაახლოებით, 24%-მდე გაიზარდა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ეკონომიკის გამოცოცხლება პოლიტიკურ სტაბილურობასთან არის დაკავშირებული.

 

„მესამე კვარტალში 4%-იანი მატება გვაქვს საგარეო ვაჭრობაშიც. ექსპორტი გაიზარდა 20%-ით და შეადგინა, თუ არ ვცდები, 2,5 მილარდი აშშ დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდული მაჩვენებელი. ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

ევროკავშირში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 550-560 მილიონი აშშ დოლარი, რაც არის 65%-იანი მატება. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა ქვეყანაში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოზიციაში“.

 

მისივე თქმით, რუსეთის ბაზარზე 10 მილიონი ბოთლი ღვინო შევიდა და სამჯერ გაიზარდა ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა.

 

ღარიბაშვილის განცხადებით მის მიერ შექმნილი ეკონომიკური საბჭო ეკონომიკის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაზე უკვე მუშაობს და ხელისუფლების მიზანია, იმპორტი ექსპორტით ჩანაცვლდეს და ამისთვის, პირველ რიგში, პირველადი მოხმარების პროდუქტის წარმოებაა საჭირო.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED