საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

2013.12.24 ავტორი: TS

საქართველოს მთავარი პროკურატურა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა, ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი.მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.

 


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება,"- ნათქვამია პროკურატურისმიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენეთ, რომ ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის განათლება საეჭვოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, გასულ კვირაში მიიჩნია და ფარცხალაძისგან დიპლომისა და საშუალო განათლების ატესტატის საჯაროდ გამოქვეყნება მოითხოვა, მერის უფლებამოსილებაშეჩერებულმა გიგი უგულავამ კი დღეს მისი ნასამართლეობის შესახებ განცხადება გააკეთა.


მისი მტკიცებით: "საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა.“

 


ამავე თემაზე:

 

„უდიპლომო“, „ნასამართლევი“, თუ ორივე ერთად?


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED