მანანა კობახიძე - ფარცხალაძეზე უგულავას მითს თუ ზღაპარს არ მგონია, ვინმემ უნდა დაუჯეროს

2013.12.23 ავტორი: TS

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ კომენტარი გიგი უგულავას მიერ ახლახან გავრცელებულ იმ განცხადებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, 2001 წელს, გერმანიაში ქურდობისთვის არის გასამართლებული. 

„მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის. არ მგონია, რომ ამ მითს თუ ზღაპარს ვინმემ უნდა დაუჯეროს. ცხადია, პროკურატურა ამას პასუხს გასცემს. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე ემართებათ. ვანო მერაბიშვილი რაღაც მითს იგონებს, რომ, თითქოს თავზე რაღაც ჩამოამხეს და მერე ფარცხალაძემ გაიყვანა და ჩვენებების მიცემა აიძულა. ეს იმ ოპერიდანაა, 9 წლის განმავლობაში რომ დგამდნენ. არ შემიძლია, სერიოზული კომენტარი გავაკეთო მერაბიშვილისა და უგულავას განცხადებებზე,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, მთავარი საკითხი მოგონილი ჰიპოთეზებით გადაფარონ.

 

შეგახსენებთ: გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. უგულავას განცხადებით: "საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა.

 

"მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED