თამაზ ტყემალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პირველ მოადგილედ ვრჩები

2013.12.20 ავტორი: TS

"საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პირველ მოადგილედ ვრჩები, აქ ვარ და ვაგრძელებ მუშაობას"- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე.

თამაზ ტყემალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილის თანამდებობა, მიმდინარე წლის 18 აპრილს ჩაიბარა. აღნიშნული შტატი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა შემოღებული. ხოლო მას შემდეგ, რაც ბორდმა, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, უნდობლობა გამოუცხადა გიორგი ბარათაშვილს და ის თანამდებობიდან გათავისუფლდა, მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მოვალეობის დროებით შემსრულებლად პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე დაინიშნა.

 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ორჯერ გათავისუფლებული დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სასამართლომ თანამდებობაზე უკვე მეორედ აღადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ის აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით 1,5 წელია, რაც დაინიშნა 6 წლის ვადით.

 

2012 წლის 26 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ,მის მიერ არჩეულ მაუწყებლობის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა არჩევიდან დაახლოებით 2 თვის თავზე გამოუცხადა. რის მიზეზადაც საბჭომ მაუწყებელზე შექმნილი კრიზისი დაასახელა. ბარათაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც ბარათაშვილი თანამდებობაზე მიმდინარე წლის 24 აპრილს აღადგინა.

 

ამავე თემაზე:

 

გიორგი ბარათაშვილი სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორად კვლავ აღადგინა

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED