გიორგი ბარათაშვილი სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორად კვლავ აღადგინა

2013.12.20 ავტორი: TS

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ორჯერ გათავისუფლებული დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სასამართლომ თანამდებობაზე უკვე მეორედ აღადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ის აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით 1,5 წელია, რაც დაინიშნა 6 წლის ვადით. 

„სასამართლომ ბათილად ცნო სამეურვეო საბჭოს 6 სექტემბრის გადაწყვეტილება და გამოიტანა განჩინება თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენაზე,“- განუცხადა გიორგი ბარათაშვილმა Tspress-ს. მისივე თქმით, სამსახურში კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დაბრუნდება.

 

„რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ აღსრულების ფურცელი გასცეს სასამართლომ და აღსრულება განხორციელდეს. სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს დავბრუნდები,“- განმარტა ბარათაშვილმა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ის ხელფასიც აუნაზღარურდება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის მუშაობაზე სექტემბრიდან დღემდე უნდა მიეღო.

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ,მის მიერ არჩეულ მაუწყებლობის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა არჩევიდან დაახლოებით 2 თვის თავზე გამოუცხადა. რის მიზეზადაც საბჭომ მაუწყებელზე შექმნილი კრიზისი დაასახელა. ბარათაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც ბარათაშვილი თანამდებობაზე მიმდინარე წლის 24 აპრილს აღადგინა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED