"კავკასუს ონლაინი“ შეფერხებით მუშაობს

2013.12.18 ავტორი: TS

ინტერნეტპროვაიდერი „კავკასუს ონლაინი“ შეფერხებით მუშაობს. ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით მომხმარებლებს პრობლემა დღეს საღამოს შეექმნათ და შეფერხებები ამ დრომდე გრძელდება.

„კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები Tspress-თან განმარტავენ, რომ კომპანიას ამ დროისთვის ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით ხარვეზი აქვს.

 

„პრობლემის გამოსწორებას უახლოეს საათებში ველოდებით. ამ დროისთის ხარვეზის გამოსწორებაზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხარვეზის მიზეზებს შესაბამისი დეპარტამენტი იკვლევს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველა აბონენტს უმოკლეს ვადაში აღუდგეს სწრაფი ინტერნეტის მიწოდება,“- განმარტავენ კომპანიაში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED