ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი

2013.12.14 ავტორი: TS

18 დეკემბერს, მიგრანტების საერთაშორისო დღე, წელს განსხვავებულად აღინიშნება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ავსტრალიის, ავსტრიის, მექსიკის, აშშ-ს, ესპანეთის, პოლონეთის მოქალაქეები მიგრანტების უფლებების დაცვის მოთხოვნით და მათდამი სოლიდარობის ნიშნად ერთდღიან შიმშილობის აქციას გამოაცხადებენ. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკატერინე ლემონჯავაა.

„ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება“, „მიგრანტის უფლებების დარღვევა ჩემი, როგორ მოქალაქის უფლებების დარღვევაა“, „შეწყვიტეთ დეპორტაცია“ - ამ ლოზუნგებს ბევრ ქვეყანაში გამოფენენ.

 

ბოლო პერიოდში, გახშირდა უსაფრთხო ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაცია ავღანეთში, სირიაში,  მალისა და სხვა ქვეყნებში, სადაც საომარი ვითარებებია.

 

დეპორტაციის გარდა, სამოქალაქო მოძრაობები აპროტესტებენ იმ ღირსებისა და პატივის შემლახველ პროცედურებს, რომელსაც  თავშესაფრის მაძიებლები გადიან ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე ავსტრალიასა და აშშ-ი.

 

ქართველი მუსიკოსების ინიციატივით, 18 დეკემბერს, 19.00 საათზე, სოლიდარობის ნიშნად, ალტერნატიული მუსიკის კონცერტი გაიმართება კლუბში - „არსად“.

 

მანიფესტის, რომელიც მოწოდებაა, მიგრანტებისადმი თანადგომა უნდა გამოიხატოს და მისი ავტორები არიან: ეკატერინე ლემონჯავა (საქართველო), ჰუგო კასტრო (მექსიკა International Humanitarian Coalition Pro-immigrant), Deported Migrant Camp Tijuana (Mexico), და Refugee Protest Camp Vienna.


სოციალურ ქსელ ფეისბუქში კი სპეციალური გვერდიც შეიქმნა: https://www.facebook.com/18dsolidarity?fref=ts

 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ლემონჯავამ, იგივე "როკერამ" საქართველო მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. ის თბილისში ერთ-ერთი როკ-კლუბის მფლობელი იყო. ის თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და უცხო ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. ლემონჯავა "ქართული ოცნებას" მხარდამჭერი იყო. შს სამინისტრო კი უშიშროების განყოფილებასთან თანამშრომლობას მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა. ამის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა.

 

საჰაერო სივრცის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით, პოლონეთის სამართალდამცველებმა ეკატერინე ლემონჯავა დააკავეს. ციხის ტიპის ბანაკში მოხედრილი ეკატერინე ლემონჯავას ორგანიზებით, ციხეში შიმშილობა 78 ადამიანმა დაიწყო. მათ არასათანადო, არაადამიანური, შეურაცხმყოფელი მოპყრობა და იქ არსებულ პირობები გააპროტესტეს. აქცია საკმაოდ რეზონანსული გამოდგა და მის შესახებ თითქმის მთელმა ევროპამ შეიტყო.

 

უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლონეთში პრესკონფერენცია გამართეს და ფაქტი გაასაჯაროვეს, რასაც შედეგად, პოლონეთის პარლამენტის სხდომაზე თავშესაფრის მაძიებელთა და ბანაკში მოხვერილთა პირობების გაუმჯობესების საკითხი დასმა მოყვა. 

 

ლემონჯავამ პოლონეთის ადმინისტრაციულ ციხეში 2 თვე უნდა დაჰყო, რის შემდეგაც, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, ის საქართველოში დაბრუნდა.

 

 

მსგავს თემაზე: 

 

ერთი წელი პოლონური ჯოჯოხეთიდან

 

საქართველოდან დევნილი ეკატერინე ლემონჯავა პოლონეთის ბანაკში შიმშილობს

 

როკერა - მთელ ევროპას გავაგებინებ, როგორი ჯოჯოხეთია პოლონეთი

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ

 

"როკერა": „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“

 

 „А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი

 

მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED