ფინანსთა მინისტრი - ლარი იმოძრავებს იმ ნიშნულის გარშემო, რომელზეც ახლა არის

2013.12.12 ავტორი: TS

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის დოლარის კურსთან მიმართებით ცვალებადობა ბელორუსის გარდა ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა და საქართველოში ლარის კურსის ცვლილებაც ამ პროცესების ნაწილია.

„ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2004 წელს ერთი დოლარი 2,25 ლარი ღირდა, 2011 წელს იყო 1,91 და 2008 წლის ნოემბერში ერთ დღეში 20 პუნქტით გააუფასურა დოლართან მიმართებაში ლარის კურსი - 1,45-დან 1,65-მდე. საპანიკო არაფერია 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ეროვნულ ბანკს რეზერვი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიმჩნევა პროცესი საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების, რაც ასევე ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, ლარის კურსის თემა ძალიან სენსიტიურია და პანიკა ხელოვნურად არ უნდა შეიქმნას.

 

„ლარი იმოძრავებს იმ ნიშნულის გარშემო რომელზეც ახლა არის. ხან გამყარდება, ხან ოდნავ გაუფასურდება,“- განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ღრმად დარწმუნებულია, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და კურსი ლარის სასარგებლოდ შეიცვლება.

 

შეგახსენებთ: უკვე მესამე კვირაა, ლარის გაუფასურება გრძელდება. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი 1,70-იან ნიშნულს გასცდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთგვარი რეკორდული მაჩვენებელია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED