„საქართველოში რელიგიური კრიზისის მიზეზი, რელიგიური სიბნელეა“

2013.12.10 ავტორი: TS

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს რელიგიური კრიზისია, რომლის მიზეზი რელიგიური განათლების სიმწირეა

„რეალური რელიგიური კრიზისია, რომლის სარჩული არის, ძირითადად, რელიგიური სიბნელე. გვესმის, რომ გაუმართლებელია უმრავლესობისკენ ხელის გაშვერა... ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოების შვილები ვართ. შეუძლებელია, გვქონდეს დიდი რელიგიური განათლება, მას შემდეგ, რაც გამოვიარეთ 75 წელი სრული რელიგიის დევნისა. მე მგონი, ახლა არის დრო, ვიფიქროთ, რა გვაკეთოთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაშენოთ ჰარმონიული სახელმწიფო,“- განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“.

 

მისივე თქმით, საქართველოში უმრავლესობა ტოლერანტობაზე ხშირად საუბრობს და რეალურად რელიგიური უმცირესობების უფლებები ილახება ქვეყანაში, რომელსაც ჰყავდა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა.

 

„სამთაწყაროს მოვლენების დროს, ქრისტიანებმა მუსლიმებს უთხრეს, რომ თქვენ გეკრძალებათ ლოცვა პარასკევ დღეს, რამადანის თვეში - ეს იგივეა, რომ ქრისტიანს აუკრძალო ლოცვა დიდმარხვის პერიოდში. ჩავედი ამ სოფელში, მივედი მოლასთან, ეზოში გამოვიდნენ ბავშვები - დაახლოებით 6 და 8 წლის. ერთი ბავშვი ეკითხება მეორეს: ამაღამაც მოვლენ ქრისტიანები ჩვენს საცემად? ... თუ თუნდაც ერთი ბავშვის შეურაცყოფა, მისი ფსიქიკის განადგურება იქნება საჭირო, რომ სხვამ კეთილდღეობაში იცხოვროს, ამ შემთხვევაში, ყველაფერი თავის საზრისს კარგავს,“- აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED