სასჯელაღსრულების სამინისტრო გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

2013.12.10 ავტორი: TS

გეგუთის სასჯელაღსრულების # 14 დაწესებულებაში 1966 წელს დაბადებული მსჯავრდებული ს.ი. გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტრო გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კარდიომიოპათიას, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზსა და გულის იშემიურ დაავადებას ასახელებს.

"მსჯავრდებულს ს.ი-ის 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება. მან გაიარა მკურნალობის კურსი რომლის დასრულების შემდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერის თანახმად პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი.

 

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს"-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED