დავით ნარმანია - დაგეგმილი 13-ის ნაცვლად 7 თვითმმართველი ქალაქი შეიქმნება

2013.12.06 ავტორი: TS

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, რომ თვითმმართველობის კოდექსის პროექტმა ცვლილებები განიცადა და ამ ცვლილებების განხორცილება პატრიარქის მიერ კრიტიკული განცახდების გაკეთებამდე იყო გადაწყვეტილი. 

მინისტრის განმარტებით, კოდექსის პროექტის მიხედვით, საუბარი იყო იმაზე რომ, ქალაქები, სადაც 15 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, გამოიყოფოდა და გახდებოდა თვითმმართველი ქალაქები. ასეთი 13 ქალაქი იყო და მის მცხოვრებლებს მერი პირდაპირი წესით უნდა აერჩიათ.

 

„განხილვების დროს გადაწყდა, რომ ჯერჯერობით გამოეყოს ცენტრებში არსებული ქალაქები, ხოლო სოფლებში შეიქმნას თვითმმართველი თემები. ასეთ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქი რჩება შვიდი.

 

მეორე საკითხი ეს იყო თვითმმართველობები სოფლებში - მოსახლეობას შეეძლო, ჩამოეყალიბებინა ასეთი ფორმის გაერთიანება იმისთვის, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე ემუშავათ. ეს საკითხიც მოიხსნა დღის წესრიგიდან. თვითმმართველობა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში და თემებში იქნება. თვითმმართველ ქალაქს ეყოლება არჩეული მერი, ხოლო თვითმმართველ თემს არჩეული გამგებელი. ასევე საუბარი იყო გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იქ დაკონკრეტდა, რომ გრანტის მიღება ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

 

მისივე თქმით, შვიდი თვითმმართველი ქალაქი დღეს არსებული მხარეების პირობითი ცენტრი იქნება. მათ შორისაა: ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, ახალციხე და სხვა.

 

„თვითმმართველობებს მკაფიო უფლებამოსილებები ექნებათ ამ კანონით, ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება, როგორიცაა სანიაღვრე მეურნეობის მოწყობა, ნარჩენების გატანა, სასოფლო გზების მოწესრიგება, სოფლის წყალომომარაგება... ცენტრალური ხელისუფლების როლი იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მუშაობა - წესების, სტანდარტებისა და რეგუულაციების განსაზღვრა, ასევე ადმინისტრაციული ზედამხედველობა თვითმმართველ ერთეულებზე. თვითმმართველობების მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტები სამართლებრივ ექსპერტიზას გაივლიან სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურში. თვითმმართველობებს ექნებათ საკუთარი შემოსავლები, ღარიბი თვითმმართველობები კი ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნებიან გათანაბრებულები - მიეცემათ გათანაბრებითი ტრანსფერი,“- განმარტა მინისტრმა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED