ყოფილი მოსამართლე - კუბლაშვილმა დასაქმებულის გამართლების გამო მისაყვედურა

2013.12.06 ავტორი: TS

უზენაესი სასმართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი მოსამართლედ მუშაობის პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მხრიდან მასზე განხორცილებული ზეწოლის ფაქტებს საჯაროდ ყვება და საქართველოს პარლამენტს რეაგირების თხოვნით მიმართავს.

„იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტს სურს საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულება,“-განაცხადა ლალი ლაზარიაშვილმა გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოში მუშაობის დროს მასზე ზეწოლას უწყების თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და პროკურატურიდან უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაწინაურებული კადრები ახორციელებდნენ. ლაზარიაშვილი განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ცენტრალიზებული სისტემა იყო შექმნილი და სამივე ინსტანციაში გადაწყვეტილებები ცენტრალიზებულად მიიღებოდა.

 

„ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში იყო კონკრეტული დირექტივები ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარისგან, თავდაპირველ ეტაპზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი ყველაზე ნაკლებად იყო სამოქალაქო საქმეთა პალატაში. მაგრამ, იყო დავები, მაგალითად, შრომით საკითხებზე, რომლებზეც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესი იყო და ითხოვდნენ, დავა გადაწყვეტილიყო დამსაქმებლის სასარგებლოდ. სწორედ, ამ საქმეებზე შევეჯახე იმდროინდელ ხელმძღვანელობას უზენაეს სასამართლოში... როცა დასაქმებული კანონის თანახმად გავამართლეთ, კოტე კუბლაშვილმა პირადად დაგვიბარა მოსამართლეები და გვისაყვედურა“- განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ.

 

ლალი ლაზარიაშვილი განმარტავს, რომ მოსამართლის უფლებამოსილება 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეუწყვიტეს. გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით კი რამდენიმე თვის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა.

 

„სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექი, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ ჩემი განცხადება არ დაკმაყოფილდა. ცხრა წევრი ჩემი საქმით საერთოდ არ დაინტერსდა,“- აცხადებს ლაზარიაშვილი და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება არ სურთ და პირიქით, უკანონო გადაწყვეტილების მიმღებთა დაცვას ცდილობენ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED