უკრაინა დიდი გარდაქმნების მოლოდინში

2013.12.06 ავტორი: TS

მომდევნი კვირას, ევროპარლამენტმა შესაძლებელია უკრაინაზე იმსჯელოს და მასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს - ამ ინიციატივით ევროპარლამენტის დეპუტატი იაცეკ სერიუშ-ვოლსკი გამოვიდა. 

დეპუტატი რეზოლუციის პროექტში ყველა იმ შესაძლო ვარიანტის ჩადებას გეგმავს, რომლითაც შესაძლებელი გახდება უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის მაქსიმალური დაცვა. გადაწყვეტილება, მომდევნი კვირაში უკრაინის დღის წესრიგში ჩასმასთან დაკავშირებით ევროპარლემენტსი სესიაზეიქნება მიღებული.

 

უკრაინაში კი სიტუაცია, რომელიც ნოემბრის ბოლოდან დაიძაბა, ისევ არასტაბილურია.  შექმნილი მდგომარეობის განმუხტვა ამ ეტაპზე მხოლოდდამხოლოდ დროებითი მთავრობის შექმნით იქნება შესაძლებელი - ამბობენ აშშ-ს ანალიტიკური საბჭოს ექსპერტები. მათივე თქმით, სხვა შემთხვევაში მიმდინარე პროტესტი შესაძლებელია ტრაგიკულად განვითარდეს.

 

მომიტინგეებმა აჩვენეს, რომ ისინი კანონის უზენაესობას ითხოვენ - მათი ძირითადი ლოზუნგი კორუფციის აღმოფხვრაა, რომელიც ქვეყანაში ყველა დონეზე სუფევს. The Wall Street Journal-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მედია მაგნატების ხელშია, მიმდინარე მოვლენები იშვიათი ობიექტურობით შუქდება. სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებელი და აქტიურია. გაზეთის თქმით, ეს უკვე საიკმარისი ფონია იმისთვის, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა სტატუსი ვერ შეინარჩუნოს.

რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ ნატოს განცხადებაზე, რომელიც უკრაინაში დემონსტრანტების წინააღნდეგ ძალის გადამეტებით გამოყენებას შეეხებოდა, რუსეთის საგარემო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე უპასუხა და მოუწოდა გაეროს არ ჩაერიოს უკრაინის შიდა საქმებში: „ნატოს გენერალური მდიავანი, ბატონი ფოგ რასმუსენი შეკითხვას სვამს - შესაძლებელია თუ არა რუსეთმა უკრაინაში ტანკები შეიყვანოს. არ ვიცი რატომ იბადება მსგავსი შეკითხვები“ - განაცხადა ლავროვმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკრაინის შიდა წესრიგია, რომელშიც გადაწყვეტილება თავად ქვეყანამ უნდა მიიღოს და რუსეთი არ აპირებს მასში ჩარევას. 

 

უკრაინის ყოფილი პრემიერი  იულია ტიმოშენკო ციხიდან მიმართავს მომიტინგეებს და  მათ „ბოლომდე ბრძოლისკენ“ მოუწოდებს, რადგან პრეზიდენტი იანუკოვიჩი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა და მისთვის სულერთია რას მოიმოქმედებს ამისთვის.

 

„იანუკოვიჩმა უსამართლოდ სიკვდილამდე ნაცემი ხალხი დააპატიმრა, ამით ის ამბობს, რომ მას მიუფურთხებია ყველასთვის, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს ცემას, მოკვლას, დაიჭერს ყველას, ვინც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას შეეწინააღმდეგება. ის არ მალავს, რომ აბსოლუტური დიქტატურის გზა აირჩია და თავისი ქმედებებით ამას მთელ მსოფლიოს აჩვენებს. ის ჩვენ, ყველას სახეში გვეუბნება, რომ ჩვენ არავინ ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ ბრბო ვართ, რომელიც მას არ აინტერესებს და რომელსაც ის ანგარიშს არ გაუწევს “ - ნათქვამია ტიმოშენკოს წერილში, რომელიც მისმა ქალიშვილმა წაუკითხა მომიტინგეებს და ასევე გამოქვეყნდა ექს-პრემიერის ვებ გვერდზე.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველი დეკემბრის შემდეგ მიტინგზე ევროინტერგაციისკენ მოწოდება არ მოუსმენია, რომ ევრომეიდანზე მხოლოდ ულტრამემარჯვენეები და ქსენოფობიური ორგანიზაციები არიან შეკრებილები, რომელთა სურვილია მთავრობის გადაგდება. მინისტრის განცხადებით, ადმინისტრაციული შენობების დაკავება დანაშაულია ყველა ქვეყანაში და მათ შორის უკრაინაშიც. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმისას შინაგანი ძალის ნაწილებს მომიტინგეებმა ტრაქტორით გადაუარეს, ურტყამდნენ რკინის ჯაჭვებს, ესროდნენ ქვებს, ჩაქუჩს, ბოთლებს ასაფეთქებელი ნივთიერებებით.

 

„ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ყურადღებით იქნება შესწავლილი და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე“ - თქვა მან პრესკონფერენციაზე. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით ზახარჩენკო ევრომეიდანის საქმეზე დაიკითხება.

 

30 ნოემბრიდან, გამოქვეყნებული მონაცემებით, 156 სამართალდამცავია დაზიანებული, მათ შორის, 126 ჰოსპიტალიზებულია, 4 კი მძიმე მდგომარეობაშია.

 

ათობით მომიტინგეებს ყოველდღე იჭერენ. ისინი ძალადობის ნიშნების მატარებელი მასობრივი არეულობის მოწყობის, ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის, ან სხვა სახის ნივთების იარაღად გამოყენების ბრაკდებით რაიან დაკავებული, რაც 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს).

 

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალი ვიდეო, სადაც სამართალდამცავების მიერ მომიტინგეების სასტიკად ცემის ფაქტებია აღბეჭდილი. 

 

გუშინვე, დაახლოებით 50-მა მომიტინგემ, საერთო საცხოვრებლის პიკეტირება მოაწყო, სადაც მათი ინფორმაციით, „ბერკუტელები“ (სპეცდანიშნულების რაზმი) ცხოვრობენ. მომიტინგეებს ტრანსფარანტები ეჭირათ: „შენც გყავს დედა და და“. მათ საერთო საცხოვრებელიდან კვერცხები დაუშინეს - ავრცელებს ინფორმაციას გაზეთი „უკრაინული პრავდა“.

 

დღეს უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.

 

უკრაინა ამერიკისგან პასუხს ელოდება თხოვნახე, სანქციები დააწესოს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ. ხალხს, მიუხედავად სიცივისა, აქტიურობა არ შეუწყვეტია.

 

უკრაინას მსოფლიო სოლიდრობას უცხადებს. ეიფელის კოშკი და პოლონეთის უდიდესი შენობა უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.

 

უკრაინა დიდი გარდაქმნების მოლოდინშია. თუმცა, როგორც სკეპტიკოსები ამბობენ, შესაძლოა, ეს გარდაქმნები ვერ მოხდეს.

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED