ეკა ბესელია - ძალიან მძიმე შემთხვევაა ფოთის მერი

2013.12.06 ავტორი: TS

თვითმმართველობის საკითხზე საუბრისას ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიას „მაესტროს“ გადაცემაში ფოთის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის დაპირისპირების კადრები აჩვენეს, რომელიც Tspress-მა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაავრცელა.

„ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ინციდენტი თვითმმართველობასა და ცენტრს შორის დამოკიდებულების მაჩვენებელია და ეს შიშები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს არჩევით თანამდებობებთან დაკავშირებით, სწორედ ეს არის, რომ ასეთი ტიპის პრობლემები მოიხსნას?“- ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა სუბიექტური აზრის“ ჟურნალისტის თეონა გეგელიას კითხვაზე ბესელიამ უპასუხა:

 

„პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია არჩევითი მერები და ძალიან კარგი იქნება, თუ თვითმმართველობა იქნება უფრო ავტონომიური და ძლიერი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპი არის მნიშვნელოვანი. ეს კადრები ძალიან საინტერესოა და უფრო საინტერესოა, გვენახა წინ რა უძღოდა მას. იმიტომ, რომ ეს არის ფინალური ეტაპი. რთული მომენტია, მაჟორიტარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიგივებულია ყველა პრობლემის გადაწყვეტასთან. მოქალქეები მერთან კი არ მიდიან, როცა რაღაც პრობლემა აქვთ, ყველაფერზე მოდიან და მაჟორიტარს სთხოვენ პასუხს - მათ შორის, მერი რომ რაღაცეებს აფუჭებს. ძალიან მძიმე შემთხვევაა ფოთის მერი...

 

მაგალითად, ფოთისთვის გამოიყო ტრანსფერი - 12 მილიონი... წარმოიდგინეთ სურათი, როცა ამ დანგრეულ ქალაქში 12 მილიონიდან ნახევარიც არ არის ათვისებული. წლის ბოლოა უკვე, მთავრდება წელი. დაალაგეს კორუფციული სქემები, დაიწყეს ისევ იმ ტენდერების ჩატარება, როგორც იგებდნენ ადრე ერთი და იგივე კომპანიები...

ფოთის მერისთვის რეკომენდაცია მე არ გამიწევია, ის „ფორუმის“ ხელმძღვანელი იყო, საკრებულომ აირჩია და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთა ძალიან მფარველობს მას. რამდენიმე დღის წინ, ფოთში დევნილთა მინისტრმა 106 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. ფოთის მერი მოვიდა იქ, მოიყვანა საჯარო მოხელეები და მოაწყო საშინელი სანახაობა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ „მაესტროს“ გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ კადრების საპასუხოდ, სადაც ბესელია ფოთის მერს ემუქრება:

"ხალხი დანიშნერომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს მართავსაიამის პასუხს მოგთხოვშენ თუ გგონიამე ვერ ვხვდებირასაც აკეთებახლა არ არის ამის დრო,დამთავრდება ეს არჩევნები!.."- ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელია ქალაქის მერს.

 

 

ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაჟორიტარის განცხადებით, ის მერით იმედგაცრუებულია. მერი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ის თვითმმართველობის კომპეტენციაში უხეში ჩარევის გამო დაუპირისპირდა. 

 


შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 24 ოქტომბერს, ფოთში, დევნილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრაზე მოხდა, რასაც წინ ფოთის მერიის თანამშრომლებს: მარინა ღლონტს, შორენა მირცხულავსა და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რამაც ფოთის მერის მიმართ ბესელიას აგრესია გამოიწვია.

 

 

ამავე თემაზე:

 

ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა [Video]

 

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

"ქართულ ოცნების" ფოთის შტაბმა კანონით აკრძალული ადმინისტრაციული რესურსი მოითხოვა

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED