დავით ბერძენიშვილი - თვითმმართველობის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დატოვებული მემკვიდრეობაა

2013.12.05 ავტორი: TS

„თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე კამათი პარტიის შიგნითაც არის, მაგრამ თვითმმართველობა რომ გვინდა, ეს ეჭვქვეშ არც ივანიშვილს დაუყენებია და არც ღარიბაშვილს,“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, თვითმმართველობის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დატოვებული მემკვიდრეობაა და პარლამენტში დოკუმენტი, სწორედ, მან შეიტანა.

 

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მათთვის პროექტიდან მეშვიდე კარის (კანონპროექტის ეს ქვეთავი საქართველოს რეგიონებში სპეციალური ორგანოების, საბჭოების შექმნას ეხება) ამოღება არ მოუთხოვია და ამგვარი საუბარი საერთოდ არ შემდგარა.

 

„არავის აზრად არ გასჩენია მეშვიდე კარის ამოღების საკითხი. ეს არის, უბრალოდ, მამალი ტყუილი,“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა „დიდ პოლიტიკაში.

 

თვითმმართველობის კოდექსის პროექტს ათამდე ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგება, პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ქვეყნის რეგიონებად დაშლის საფრთხეს შეიცავს. პროექტი უარყოფითად შეაფასა საქართველოს პატრიარქმაც.

 

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი,“- აღნიშნა ილია მეორემ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED