"კოლხეთი 1913" საკლუბო ცხრილში პირველ ადგილზეა

2013.12.05 ავტორი: TS

"კოლხეთი 1913" -მა პირველი წრის ბოლოს 31 ქულა დააგროვა და  საკლუბო ცხრილში პირველ ადგილზეა. გუნდმა პირველ  წრეში 12 თამაში ჩაატარა, რომელიც 10  მოგებით, 1 წაგებით და 1 ფრედ დაასრულა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაზა ინიაშვილის განცხადებით, გუნდის  მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, საიდანაც  2012–2013 წლის გათამაშებას ბოლო ადგილზე გასვლის გამო გამოეთიშა. მისი თქმით, გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, მიზეზად კი მათი ცუდი თამაში დასახელდა.

 

"მიუხედავად იმისა, რომ გუნდი პირველ ადგილზეა, დამშვიდების უფლება არ გვაქვს, რადგან მე–2 და მე–3 ადგილზე გასული გუნდები ქულების რაოდენობით ახლოს არიან, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას"– აღნიშნა ინიაშვილმა.

 

როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, გუნდს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ორ თამაშში პრობლემა შეიქმნა, თუმცა როგორც მან განმარტა, თვითმმართველობამ დროულად შეძლო პრობლემის მოგვარება და შემდეგი თამაშები უპრობლემოდ ჩაატარეს.

 

მისი თქმით, თვითმმართველობასთან ერთად, რომელიც მომავალ წელს გუნდს 300 ათასი ლარით დააფინანსებს, გუნდის სპონსორები "საქართველოს ბანკი" და ფოთის პორტი იქნებიან. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED