ვიქტორ იანუკოვიჩი: "ბერკუტმა" გადაამლაშა!

2013.12.02 ავტორი: TS

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მილიცია ხალხის საცემად პროვოცირებული იყო. მისი თქმით, უკანასკნელი დღეების მოვლენათა შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა, პრეზიდენტი არ უარჰყოფს, რომ "ბერკუტმა" გადაამლაშა.

სახელმწიფოს პირველი პირის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, იანუკოვიჩმა ეს უკრაინელ ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის სიტყვით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფები და ჯერ ადრეა სიმართლის დადგენაზე საუბარი. გენერალურმა პროკურორმა უკვე მოახსენა მას პირველი შედეგების შესახებ.

 

"დავრწმუნდი, რომ გამოძიება ოპერატიულად ხორციელდება. ჩვენ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, სამართლიან შეფასებას მივცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ!" – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მაიდანზე მომხდარის კომენტირებისას იანუკოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ბერკუტის" მხრიდან ძალის გადამეტების მიუხედავად, სავსებით შესაძლებელია, რომ ძალოვანთა მოქმედებები პროვოცირებული ყოფილიყო.

 

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის სიტყვით, სამართალდამცავებს მაინც უნდა მოეხერხებინათ გამოყენებულ ძალის შედეგების მინიმიზაცია.

 

შეგახსენებთ: შაბათს, 04 საათსა და 15 წუთზე "ბერკუტმა" სასტიკად დაარბია დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას აპროტესტებდნენ. თვითმხილთა სიტყვით, მოედანზე ღამით დარჩენის ახალგაზრდები, მათ შორის ქალებიც, ხელკეტებით სცემეს, მიწაზე ათრიეს და ფეხით შესდგნენ. საბოლოოდ, ხალხი მოედნიდან გაყარეს.

 

 

საინფორმაციო სააგენტოს www.liga.net მასალების მიხედვით

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED