უკრაინისკენ ტანკები და მძიმე საბრძოლო ტექნიკა მიემართება [Video]

2013.12.01 ავტორი: TS

რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომასალა, თუ როგორ მიემართება რკინიგზით კიევის მიმართულებით ტანკები და მძიმე საბრძოლო ტექნიკა.

რამდენიმე წუთის წინ კი უკრაინულმა მედიამ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრემიერ-მინისტრის შენობების შტურმით აღებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მომიტინგეებმ აშენობა აიღეს და მინისტრების კაბინეტებში შეიჭრნენ, ზოგიერთი მედიასაშუალება კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

ბანკის ქუჩაზე, სადაც ხალხი ბულდოზერებით დგას და შენობის შტურმით აღებას აპირებეს. დღეს საღამოს „პიტარდებიც“ ააფეთქეს, აფეთქებამ ხალხი ჰაერში აისროლა. მოხდა რამდენიმე აფეთქება. 

 

სიტუაციამ კრიტიკული ხასიათი მიიღო. ხალხი პანიკაშია და გარბიან. პირდაპირ ეთერში დაახლოებით 20 აფეთქბა მოხდა. აფეთქებენ ასევე „ხმოვან ყუმბარებს“. მიმდინარე წუთებში ბანკის ქუჩა ყველაზე ცხელი წერტილია კიევში.-ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED