უჩა ნანუაშვილი - გამიჭირდება თქმა, რომ გუნავას, ახალაიას და კალანდაძის საქმეები პოლიტიკურია

2013.11.08 ავტორი: TS

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების - ბეჟან გუნავას, ბაჩანა ახალაიას და გიგი კალანდაძის საქმეებში პოლიტიკური დევნის ნიშნები არ იკვეთება.

„მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დგება, ეს არ არის პრობლემა. მთავარია, დაცული იყოს ყველა ნორმა, ყველა სტანდარტი, რომელსაც საქართველო არის მიერთებული და რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის გარანტირებული.

 

პროცესებმა უნდა შეგვიქმნას შთაბეჭდილება, იყო თუ არა სასამართლო სამართლიანი. მიუხედავად ხარვეზებისა, რომელზეც არის საუბარი ჩვენს ანგარიშში, იგივე ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას, კალანდაძის და რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, გამიჭირდება თქმა, რომ ეს პროცესები არის პოლიტიკური,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიგი კალანდაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკანონო პატიმარი იყო, ბაჩანა ახალაიას საქმეში კი იკვეთება ერთი და იმავე მოწმის რამდენიმე გამომძიებლის მიერ დაკითხვის ფაქტები.

 

„ვფიქრობ, პოლიტიკური ნიშანი ამ საქმეებში უნდა გამოირიცხოს იმიტომ რომ, პროცესი არის ღია,“- განმარტავს სახალხო დამცველი და დღეს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე საუბარს უმართებულოდ მიიჩნევს.

 

უჩა ნანუაშვილმა საკანში ბაჩანა ახალაიას ვიდეოთვალთვალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხის გამოძიება სახალხო დამცველის აპარატმაც მოითხოვა და იმედია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED