ირაკლი საღინაძე - ლევან ვასაძისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია

2013.11.07 ავტორი: იზა სალაყაია

„ლევან ვასაძის განცხადებაში, ჩემს მიმართ შურაცხყოფამ გაიჟღერა. შესაძლოა, მისგან მსოფლმხედველურად განსხვავებული მოსაზრება მქონდეს, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა ხდებოდეს. ჩემი მხრიდან არანაირ შეურაცხოფას ადგილი არ ჰქონია. არ მჯერა, რომ მან ასეთი მოუმზადებელი კომენტარი გააკეთა“- განაცხადა Tspress - თან საუბარში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ.

„პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ინტერვიუს ფრაგმენტის მიხედვით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი ირაკლი საღინაძე, მას ერთ-ერთ ინტერვიუში ლანძღავდა.

 

„წავიკითხე მისი რეჟისორის ინტერვიუ, რომელიც მე მლანძღავს და "არსებას" მეძახის. ამბობს, რომ ეს ჩემი პროტოტიპია და ესეც მეტყველებს ჩვენი ლიბერასტების ფსევდო პაცეფიციზმზე და სინამდვილეში, უდიდესი აგრესიულობაა“- აცხადებს ვასაძე ინტერვიუში.

 

სერიალის პროდიუსერის, ირაკლი საღინაძის განმარტებით, მას ინტერვიუში არსად უთქვამს, რომ სერიალის პერსონაჟი მირიან ბარათეონი, ბიზნესმენ ლევან ვასაძის პროტოტიპია.

 

„მირიან ბარათეონი ეს არის კრებითი სახე ადამიანების, რომლებიც მსგავსი სახის მსოფლმხედველობას აჟღერებენ და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების გზა. ვფიქრობ, რომ სხვა პროტოტიპების მსგავსად, ღირს მსგავსი პროტოტიპი აისახოს სერიალში. ზოგი ამაში თავს ამოიცნობს, ზოგი ახლობელს და ა.შ საინტერესოც სწორედ ამ კუთხითაა“- აღნიშნა Tspress - თან საუბარში პროდიუსერმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ვასაძემ უბრალოდ არასწორად გაიგო მისი სიტყვები.

 

შეგახსენებთ, ლევან ვასაძის აღნიშნული განცხადება, „ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერ ირაკლი საღინაძის კომენტარს შეეხება, რომელშიც ის მაყურებლების მიერ მირიან ბარათეონის ლევან ვასაძესთან მსგავსების შესახებ დასმულ კითხვას ასე პასუხობს:-"კი, მირიანს ლევან ვასაძეს ამსგავსებენ და ლევან ვასაძეც არის ასეთი პათეტიკური არსება."

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED