რუსეთის წარმომადგენელმა ფოთის მერს რუსული დროშა გადასცა [Video]
2013.11.07
ფოთში, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლების, ქალაქის მერთან, დავით სარსანიასთან გამართული შეხვედრის დასასრულს, სცენაზე რუსეთის წარმომადგენელი ავიდა, მერს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის დროშა გადასცა, თუმცა, დროშის დაწვის ფაქტი მას არ შეუფასებია.
"მოხარული ვარ, რომ ბავშვების შემოქმედების მიმართ მერი გულგრილი არ არის და ამ შეხვედრას ესწრება. მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქალაქში მერი არ ესწრება-ხოლმე"- აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა და ფოთის მერს, დავით სარსანიას სცენაზე ასვლა თხოვა.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს, ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე საბავშვო ფესტივალის ფარგლებში 18 ქვეყნის დროშა გამოიფინა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის.
რუსეთის დროშის გამოფენა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რამდენიმე მოქალაქესთან ერთად გააპროტესტა. პროტესტის ნიშნად, მათ რუსეთის სახელმწიფოს დროშა დაწვეს.
ამავე თემაზე:
პოლიციაში "არა ოკუპაციას!"- შეძახილებით მისული "ნაციონალები" [Video]
მერის თანაშემწე - რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია [Video]
მერი და მაჟორიტარი ფოთში გამოფენილი რუსეთის დროშის შესახებ
ფოთში ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი რუსეთის დროშა დაწვეს [Video]