"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაცია რუსეთის დროშის დაწვას გმობს [Video]

2013.11.05 ავტორი: სოფო ჯალაღანია

"ქართული ოცნების" ფოთელი აქტივისტებისთვის, რუსეთის დროშის დაწვა მიუღებელია.

პარტიის ოფისში მიაჩნიათ, რომ აქცია "ნაციონალური მოძრაობის" პიარს ემსახურებოდა.

 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, ზურაბ წულაიას თქმით, ეს იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფის და არა სახელმწიფოს პროტესტი.

 

"დროშის დაწვა მიანიშნებს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ხალხი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება,"– აღნიშნა ერთ–ერთმა აქტივისტმა, გიორგი ნადარეიშვილმა.

 

სანდრო ქუჩიშვილის აზრით კი დიპლომტიური ურთიერთობის აღსადგენად, კულტურული ურთიერთობების აღდგენაც სავალდებულოა.

 

"ყველაზე დიდი საყვედური თვითმმართველობის მიმართ მაქვს, რუსეთის ანსამბლი არ უნდა მოეწვიათ საერთოდ და არც მათი დროშა არ უნდა დაეკიდათ, თუმცა, დროშის დაწვა ნამდვილად ბინძური საქციელია"– აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა, ზვიად შუბითიძემ.




 

შეგახსენებთ რომ ფოთში, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რუსეთის დროშის გამოფენა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ორგანიზაციამ, რამდენიმე მოქალქესთან ერთად, გააპროტესტა. პროტესტის ნიშნად, მათ რუსეთის სახელმწიფოს დროშა დაწვეს

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED