რუსეთის დროშის დაწვის შემდეგ ხელისუფლებამ ფესტივალში მონაწილე სხვა ქვეყნების დროშებიც ჩამოხსნა [Video]

2013.11.05 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამოფენილი რუსეთის დროშის დაწვის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხსნა

"რუსეთის დროშის გამოფენამ და შემდეგ მის დაწვამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ვინაიდან ფესტივალში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელებიც ღებულობენ მონაწილეობას უხერხული სიტუაცია, რომ არ შექმნილიყო, ყველა დროშის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მივიღე"- განაცხადა TSpress - თან საუბარში ფოთის მერმა, დავით სარსანიამ.

 

ფოთში, საბავშვო მუსიკალურ ფესტივალის ჩატარება 5- 10 ნომებრის ჩათვლითა დაგეგმილი. მასში 18 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყნის დროშა აღმაშენებლის ქუჩაზე გამოიფინა, თუმცა ამ დროისთვის ყველა დროშა ჩამოხსნილია.

 

 

ამავე თემაზე:

 

მერი და მაჟორიტარი ფოთში გამოფენილი რუსეთის დროშის შესახებ


ფოთში ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი რუსეთის დროშა დაწვეს [Video]




 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED