ფოთში ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი რუსეთის დროშა დაწვეს [Video]

2013.11.05 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე რუსეთის დროშის გამოფენა "ნაციონალურმა მოძრაობის" ადგილობრივმა ორგანიზაციამ სხვა ფოთელებთან ერთად გააპროტესტა. პროტესტის ნიშნად, მათ რუსეთის სახელმწიფოს დროშა დაწვეს.

"ძირს რუსი ოკუპანტები! საქართველოს გაუმარჯოს" -ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამოფენილ რუსეთის სახელმწიფო დროშას ცეცხლი წაუკიდეს და ჩამოაგდეს.

 

"ოკუპანტი ქვეყნის დროშის შუაგულ ქალაქში გამოფენა ყველას შეურაცხყოფაა. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც არაერთი თანამემამულის, მათ შორის ფოთელი ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა და რომელიც მცოცავ ოკუპაციას დღესაც აგრძელებს. დროშა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლიკა და მისი აფრიალებამ ჩვენში პროტესტი ნამდვილად გამოიწვია."- განაცხადა TSpress - თან საუბარში ცხვიტარიამ.

 

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცახდებით, ფოთში, სტუდია "თეთრი თოლიასა" და მისი ხელმძღვანელის, დარეჯან გეფერიძის ორგანიზატორობით მუსიკალური საბავშვო ფესტივალი უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, თვითმმართველობა ფესტივალის ორგანიზატორებს მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში ეხმარება.

 

"როგორც მითხრეს ფესტივალში მონაწილეობას ქვეყნების საკუთარი სურვილით თავად გეგმავენ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა გვითხრა, რუსეთმა ბოლო წუთს გადაწყვიტა მონაწილეობა. ორგანიზატორების მხრიდან დროშაც მერე დაემატა. ჩვენმა მუშა ხელმაც მათი მითითებით ჩამოკიდეს დროშა."- განმარტავს TSpress - თან საუბარში ფოთის მერი.

 

ფოთში, საბავშვო მუსიკალურ ფესტივალის ჩატარება 5- 10 ნომებრის ჩათვლითა დაგეგმილი. მასში 18 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყნის დროშა აღმაშენებლის ქუჩაზე გამოიფინა.

 

მერის მოადგილე და თანაშემწე

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED