ხულიგნობაში ეჭვმიტანილი თანამდებობაზე რჩება

2013.11.04 ავტორი: სოფო ჯალაღანია

ფოთის მერის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, შორენა მირცხულავა დაკავებულ თანამდებობაზე ამ დრომდე რჩება. მას ფოთის პროკურატურამ, რამდენიმე დღის წინ, მოქალაქე ბესო მატკავას ცემისა და მუქარის ფაქტზე, ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენა.

მერის, დავით სარსანიას განცხადებით, მირცხულავა აღნიშნულ თანამდებობაზე, ჯერჯერობით,  დარჩება, რადგან გამოძიება დასრულებული არაა.

 

"დაველოდები გამოძიების დამთავრებას, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვნახოთ, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ,"– აღნიშნა სარსანიამ.

 

TSpress-ის ინფრომაციით, გადადგომის შესახებ განცხადებით მერისთვის არც თავად მირცხულავას მიუმართავს.

 

მირცხულავას საქალაქო სასამართლომ მირცხულავას, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერსაა ჩანიშნული.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის პოლიციამ, შორენა მირცხულავა Tspress - ის ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე, გასული წლის ივლისში, მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი მიმოწერის გასაჯაროვების ფაქტზე დამნაშავედ ცნო, თუმცა მას ამნისტია შეეხო.

 

მირცხულავა ჟურნალისტს,  წინასაარჩევნოდ მის მიერ გამოქვეყნებული სტატიის - ქართული ოცნების“ ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია“ - გამო გაუსწორდა.

 

ამავე თემაზე:

 

 

ფოთის მერის თანაშემწეს ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს


 

თავდასხმა tspress.ge-ს ჟურნალისტზე

 

 

 

ჟურნალისტზე თავდამსხმელები "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა

 

 

 

ჟურნალისტის პირადი მიმოწერის უნებართვოდ გასაჯაროების ფაქტზე tspress.ge-მ პროკურატურას მიმართა 

 

 

 

tspress.ge-ის ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო 

 

 

 

"ქართული ოცნების" ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია 

 

 


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED