კბილაშვილი - ახალაიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი იყო

2013.11.01 ავტორი: TS

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ კარგად იცნობს საქმეებს, რომლებშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა და მიაჩნია, რომ ბრალდება ამ საქმეების დროს სრულად დასაბუთებული იყო. 

„ბოლო სასამართლოს განაჩენს არ გავცნობილოვარ, მაგრამ 1-ელ აგვისტოს გამოტანილი სასამართლოს განაჩენი ჩემი რწმენით უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, ეს არის სამართლებრივი ტერმინი,“- განაცხადა კბილაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოზიციაში“ საუბრისას.

 

მისივე თქმით, ბაჩანა ახალაიას საქმეზე პროკურატურამ ამ ეტაპზე მხოლოდ პირველ ინსტანციაში განიცადა წარუმატებლობა და პროცესი წაგებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ სასამართლოს განაჩენი მეორე და მესამე ინსტანციაში არ შეიცვლება.

 

პირველ გამამართლებელ განაჩენში ბაჩანა ახალაიას ბრალდების მხარე სამხედროების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ედავეობდა, მეორე გამამართლებელი განაჩენის დროს კი 7 სპეცრაზმელის წამებას.

 

ამ დროისთვის ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სცნეს და 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

 

18 ნოემბერისთვის კი სასამართლო პროცესი კიდევ ერთ ეპიზოდზე - გირგვილიანის საქმესთან დაკავშირებით გაიმართება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED