ფოთის მერის თანაშემწეს ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს

2013.11.01 ავტორი: TS

დღეს, საქალაქო სასამართლომ, ფოთის მერის თანაშემწეს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში შორენა მირცხულავას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ფოთის პროკურატურამ მირცხულავას ბრალი მოქალაქე ბესო მატკავას ცემის ფაქტზე, ხულიგნობის მუხლით წაუყენა. გამოძიება გრძელდება.

ფოთის პოლიციას მატკავამ თავად მიმართა. მისი თქმით, მირცხულავამ მას და მის საცოლეს, თეა გვასალიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების მიზეზი, სოციალურ ქსელ Facebook- ის უცნობი ექაუნთის კომენტარები გახდა.

 

მატკავა და გვასალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივისტები არიან.

 

„29 ოქტომბერს, დილის 10 სთ -ზე შეყვარებული, თეა გვასალია მივაცილე სამსახურში, იქვე მანქანიდან გადმოვიდა შორენა მირცხულავა და თეასთან მივიდა. უშვერი სიტყვებით იგინებოდა, ყვიროდა: „მაჟორიტარის მონები და ბოზები ხართო“. ვუთხარი თუ რამე საქმე გაქვთ გასარჩევი, მანქანაში ელაპარაკათ. „შენ ვინ ხარო“ და სახეში გამარტყა. ცდილობდა მეორე ხელითაც გაერტყა, რა დროსაც ხელი ვკარი. როგორც მითხრეს, ის წაქცეულა“- აცხადებს TSpress თან საუბარში მატკავა.

 

მისი თქმით, ინციდენტი მოქალაქეების ჩარევის შემდეგ ამოიწურა, რომლის შემდეგ მირცხულავა მას დაემუქრა.

 

„მითხრა, რომ მე შენ გაჩვენებ რა მოგივაო, მანქანით გადაგივლი და ტვინს დაგასხმევინებ ასფალტზეო. დაახლოებით რამდენიმე წუთში, როცა შინ ვბრუნდებოდი, მართლაც მანქანით ისეთი სისწრაფით გამოეშურა ჩემსკენ, გვერდზე რომ არ გადავმხტარიყავი, დამეჯახებოდა.“- აღნიშნავს მატკავა.

 

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე, მირცხულავა ლურჯი ფერის „მერსედერსის“ მარკის ავტომობილით იმყოფებოდა, სახელმწიფო ნომრებით, .... აღნიშნული მაქანა მერიის ბალანსზეა და ინფრასტრუქტრურის სამსახურს ეკუთვნის.

 

ინციდენტთან დაკავშირებით, თავად შორენა მირცხულავამ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ, კომენტარი არ გააკეთა. მირცხულავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, თუმცა პარტიის ოფიციალური წევრი არაა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის პოლიციამ, შორენა მირცხულავა Tspress - ის ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე, გასული წლის ივლისში მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი მიმოწერის გასაჯაროვების ფაქტზე დამნაშავედ ცნო, თუმცა მას ამნისტია შეეხო.

 

მირცხულავა ჟურნალისტს,  წინასაარჩევნოდ მის მიერ გამოქვეყნებული სტატიის - ქართული ოცნების“ ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია“ - გამო გაუსწორდა.

 

გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო ბესელიას მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის მერე კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციაში გამოწვეულ უკმაყოფილებაზე. სტატიაში "ქართული ოცნების" წევრების მიერ ბესელიას კანდიდატად დასახელებაზე სხადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები იყო მოყვანილი.

 

 

 

ამავე თემაზე:

 

თავდასხმა tspress.ge-ს ჟურნალისტზე

 

ჟურნალისტზე თავდამსხმელები "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა

 

ჟურნალისტის პირადი მიმოწერის უნებართვოდ გასაჯაროების ფაქტზე tspress.ge-მ პროკურატურას მიმართა 

 

tspress.ge-ის ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო 

 

"ქართული ოცნების" ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED