სუბარი - ძველაიას კადრები რომ არ დადასტურდეს, პოლიტიკაში დარჩენის უფლებაც არ მექნება

2013.11.01 ავტორი: TS

სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ციხეში გარდაცვლი პატიმრის გოგა ძველაიას საქმესთან დაკავშირებით არსებული ვიდეოფირი ნამდვილია და იქ სხვა კადრები აღმოჩენის შემთხვევაში, არათუ თანამდებობაზე, პოლიტიკაში დარჩენის უფლებაც არ ექნება.

„კადრები გავგზავნეთ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაზე - ექსპერტიზისა და კადრის უწყვეტობის შემოწმებისთვის... თქვენ როგორ გგონიათ, იქ რომ სხვა კადრები აღმოჩნდეს და დადგინდეს, რომ მინისტრმა, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ჩემმა მოადგილეებმა, საგამოძიებოს უფროსმა არასწორი კადრები მივაწოდეთ, მორალური უფლება მექნება, რომ საერთოდ პოლიტიკაში დავრჩე, არათუ თანამდებობაზე? ეს ხომ აბსურდია, ასეთ რამეზე როგორ წავიდოდით“- განაცხადა სოზარ სუბარმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, გარდაცვლილი პატიმარი ვიდეოკადრებში ბიძამ ამოიცნო, მაგრამ მამამ რომ ხმაური ატეხა, მას არ დაუპირისპირდა და ბოლომდე ვეღარ დაიცვა პოზიცია.

 

შეგახსენებთ, რომ 16 წლის პატიმარი გოგა ძველაია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. სამინისტროს ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს. მათ ციხის ვიდეოთვალით გადაღებული კადრების ნახვა მოითხოვეს, რასაც სამინისტრო დათანხმდა. ოჯახმა ვიდეოჩანაწერში, კი რომლის ხანგრძლოვობაც 24:00 საათია, საიას იურისტებთან ერთად ნახა. სასაჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში აღბეჭდილია ძველაიას საპატიმროში შეყვანიდან იმ დრომდე განვითარებული მოვლენები, როდესაც ციხის თანამშრომლებმა გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.

 

საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED