ფოთში „ქუჩის ვარჯიშების“ მიმდევრებისათვის სავარჯიშო მოედანი მოეწყობა [Video]

2013.11.01 ავტორი: TS

ფოთში, „ქუჩის ვარჯიშების“ (Street Workout) მიმდევარებისთვის, სავარჯიშო მოედანი მოეწყობა. აღნიშნულზე ქალაქის მერმა, დავით სარსანიამ სატელევიზო პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილე ფოთელ ახალგაზრდებს შეხვდრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მერმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა აღუქვა. მისი თქმით, ისინი მართლაც ნიჭიერები არიან და შრომა უნდა დაუფასდეთ. სარსანიას განცხადებით, მათ სააგიტაციო კამპანიაში რაღაც ფორმით თავადაც ჩაერთვება.

 

სპორტისა და კულტურის საკითხებში ფოთის მერის თანაშემწის, ოთარ ხარჩილავას განცხადებით, სპორტის სამინისტრომ Street Workout - ის სავარჯიშო მოედანის მოწყობაზე პროექტი უკვე დაამტკიცა და მისი მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

 

"ნიჭერში" გამარჯვების შემთხვევაში, ახალგაზრდები მიღებული თანხით, ფოთის რამდენიმე სოკლის ეზოში მინი-სავარჯიშოების მოწყობას გეგმავენ.

 

 

 

ამ სპორტის სახეობას მიმდევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყავს, თუმცა ფოთის გუნდი წევრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ფოთის ქუჩის ვარჯიშებით ახალგაზრდები დაახლოებით 1წელია რაც დაინტერესდნენ. 

 

ამ ეტაპზე გუნდს ვარჯიშისთვის  შესაბამისი პირობები არ აქვს და ვარჯიშების ჩატარება მეორე სკოლის ეზოში მოკრივეებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უწევთ, ახალ ილეთებს კი ინტერნეტიდან სწავლობენ.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED