ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა [Video]

2013.10.26 ავტორი: TS

"ხალხი დანიშნე, რომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს მართავს. აი, ამის პასუხს მოგთხოვ! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!.."- ამ სიტყვებით, თითის ქნევით მიმართავს ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია, ქალაქის მერს, დავით სარსანიას, ფოთში, დევნილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ვიზიტის დროს.

აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა თავად მინისტრი, ასევე, ბიუროს უფროსი ვალერი ტეტუნაშვილი, "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, პარტიის წარმოამდგენელი ზურა ჩაჩუა, მერიის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელი პაატა ჩაგანავა, გამოცემა "ნიკოლაძის გზით"-ის ჟურნალისტი ოთარ გურასპიშვილი და რამდენიმე დევნილი, რომლებიც მინისტრთან შესახვედრად იყვნენ მისულები.

 

როგორც TSpress-ს ქალაქის მერმა განუმარტა, ინციდენტამდე, მინისტრთან შეხვედრაზე კონკრეტული პრობლემებით მისულ დევნილებთან ეკა ბესელია თვითმმართველობას აკრიტიკებდა.

 

"ის მათ ეუბნებოდა, რომ თითქოს ჩვენ არ ვურემონტებდით ბინებს, არადა, თვითმმართველობის საქმე ეს საერთოდ არაა. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამსახურის უფროსს, მარინა ღლონტს გამოუვარდა კაკულია, რომელიც თანამშრომელთან რაღაცას ლაპარაკობდა და ასე მიმართა: "ქალო, ხმა ჩაიგდე საერთოდო". ამის მერე ღლონტმა მას მწვავედ უპასუხა, რასაც მოყვა შემდეგ ბესელიას აგრესია ჩემს მიამრთ,"- აცხადებს სარსანია.  

 

მერის თქმით, ბესელია მას კაკულიასა და მერიის თანამშრომლებს შორის შელაპარაკების გამიზნულად გამართვას აბრალებდა, რაზეც მას ადგილზე პასუხი არ გაუცია.

 

 

მარინა ღლონტი ინციდენტს ასე აღწერს: "ჩემს მეგობარს, შორენა მირცხულავა (მერის თანაშემწე - ავტ) ვუყვებოდი, შეხვედრაზე, ბესელიას დავალებით, თუ როგორ გაწია გვერდზე ქალაქის მერი ირაკლი კაკულიამ და თავად როგორ დაუდგა გვერდზე მინისტრს. ამ დროს, უკან მომყვებოდა კაკულია, რომელმაც მითხრა: "შენ საერთოდ ენა ჩაიგდე ქალოო", რასაც ჩემი გაღიზიანება მოყვა და მე მას "უზრდელი" და "თავხედი" ვუწოდე"- აცხადებს ღლონტი, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ერთი თვის წინ დაინიშნა.

 

ღლონტის თქმით, მას გამოესარჩლა შორენა მირცხულავა, რომელმაც კაკულიას "უწიგნური" უწოდა და იმ განცხადების შესახებ შეახსენა, რომლითაც მან მერიისგან ადმინისტრაციული რესურსი უკანონოდ ითხოვა.

 

ბესელიას მერთან შელაპარაკებაც სწორედ ამ ყველაფერს მოყვა. ეკა ბესელიამ საჯარო მოხელეებსა და პარტიის ფოთელ ლიდერს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი TSpress-თან უწინდებურად არ გააკეთა: "არ მცალია! მერე!"- განაცხადა მან და სწრაფად გაეშურა მანქანისაკენ.

 

კაკულიას განმარტებით კი, ღლონტი და მირცხულავა მას დევნილებთან შეხვედრაზე მოსვლის გამო უყვიროდნენ: "რა გააკეთეთ, ამათ რომ დაყვებითო... არ ვიცი...თუ ვიღაცებს უყვიროდა. კარგი, უკაცრავად..."- თქვა კაკულიამ და მანქანაში ჩაჯდა.

 

ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაჟორიტარის განცხადებით, ის მერით იმედგაცრუებულია.

 

"ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც მაქვს იმედგაცრუება, გულწრფელად გეტყვით, ეს არის ქალაქის მერი. ბოლო წუთამდე ვიკავებდი თავს, მერე გავითვალისწინე ბევრი ფაქტორი, გუნდის პოზიცია და ბოლო წუთს შექმნილი ვითარებიდან, ეს გადაწყვეტილება მეც მივიღე, ჩემი მხადაჭერა მას ქონდა..." - აცხადებს ბესელია ადგილობრივ ტ/კ "მეცხრე ტალღის" ეთერში. 

 

მერი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ის თვითმმართველობის კომპეტენციაში უხეშ ჩარევის გამო დაუპირისპირდა. 

 

შეგახსენებთ, რომ დევნილთა და განსახლების მინისტრი ფოთს 24 ოქტომბერს სტუმრობდა. 


პარტიის ადგილობრივი ლიდერი, მაჟორიტარი და ფოთის მერი




ამავე თემაზე:

 

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

"ქართულ ოცნების" ფოთის შტაბმა კანონით აკრძალული ადმინისტრაციული რესურსი მოითხოვა

 

საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

 

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის


ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

 

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

იგივენი და ფოთის მერი...


 

ჟურნალისტზე თავდამსხმელები "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა


 



 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED