ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა "ქართული ოცნების" მხრიდან [Video]

2013.10.22 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა, გიორგმა მოისწრაფიშვილმა TSpress - ის ჟურნალისტს, იზა სალაყაიას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი რედაქციაში შესული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა, რომლის მიხედვით პარტია საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამუშაო საათის დროს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებთან შეხვედრას მართავდა. "სამართლიანი არჩვენების" თავმჯდომარის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის საქმიანობა და ნებისმიერი საჯარო ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე.

 

 

შეხვედრაზე მისული TSpress სხდომათა დარბაზში გიორგი მოისწრაფიშვილმა არ შეუშვა. მან კადრების გადაღება ჟურნალისტს შეხვედრის დასრულების შემდეგაც აუკრძალა.

 

"დატოვე, დარბაზი,  ხომ არ გეჭიდავები"- აღნიშნა მოისწრაფიშვილმა და კამერას ხელი ააფარა.

 

შეხვედრიდან გამოსულები აღნიშნავდნენ, რომ მათ საარჩევნო საკითხებსა და კენჭისყრის დღის პროცედურებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. 

 

სხდომათა დარბაზის გამოყოფის მოთხოვნით, პარტიამ საოლქო კომისიას, საოლქომ კი ფოთის საკრებულოს წერილობით მიმართა.

 

"გთხოვთ, საარჩევნო ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი- "ქართულ ოცნებას" 11 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 10- 18 სთ- მდე წინასარჩევნო ღონისძიებების გასამრთად გამოუყოთ ადმინისტრაციული შენობა საკრებულოს სხდომათა დარბაზი"- აღნიშნულია საოლქოს მიერ საკრებულოსთვის მიწერილ წერილში.

 

TSpress - ის რედაქტორი, ელისო ჯანაშიას თქმით, პარტიის წევრების მსგავსი ქმედებით, ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ ეძლევათ.

 

"საკრებულოსთვის მიწერილ წერილიდანაც დასტურდება, რომ ეს იყო წინასარჩევნო ღონისძიბება, როცა ჟურნალისტი საარჩევნო საკითხებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს და ხელს უშლიან, გადაღებას უკრძალავენ, კომენტარს არ აძლევენ და ა.შ ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რასაც ადგილი ქონდა წინა არჩევნების დროს. "- აცხადებს ჯანაშია.

 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მსგავსი აკრძალვები შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად კვალიფიცირდება არ იყოს, თუმცა ყველა პარტიას და მით უფრო მმართველ გუნდს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში საჯაროობის ვალდებულება აქვს.

 

"მე მახსენდება წინა არჩევნები, როცა მედიას, მათ შორის რეგიონულ მედიას სერიოზული პრობლემები ქონდა, ხშირად იყო კამერების ჩამორთმევები და ა.შ. ბუნებრივია, როცა მედია ინტერესდება ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა სახის შეხვედერბია  და ა.შ. აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გაქვთ და ამას პასუხი უნდა გაეცეს. მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საარჩევნო საკითხების მონიტორინგში. პარტიის მხრიდან  მედიაზე ამ ფორმით ურთიერთობა, პასუხებზე უარი არასწორია"- აცხადებს ლომჯარია.

 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა TSpress -ს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი, წინასაარჩევნო კამპანიისა და სხვადსხვა აქტივობების გაშუქებაში ხელს უშლის.

 

შტაბის ხელმძღვანელი, შტაბის საქმიანობის შესახებ TSpress-თან კომენტარს არ აკეთებს და ინფორმაციას არ გასცემს.

 

კაკულია TSpress - თან კომენტარის გაკეთებას პარტიის სხვა წევრებსაც უკრძალავს. შტაბში ერთ-ერთ შეხვედარზე, TSpress მან კომენტარის გაკეთება პარტიის წევრს, ზვიად შუბითიძეს აუკრძალა.

 

"ბიჭო კომენტარს არ ვაძლევ მეთქი და შენ აძლევ კომენტარს კაცო?"- მოუწოდა კაკულიამ შუბითიძეს. შუბითიძემ კი კაკულიას მითითების შემდეგ ჟურნალისტს გადაღება აუკრძალა და შტაბის დატოვება მოთხოვა. 

 

 

 

მსგავს თემაზე:

 

"ნაცმოძრაობის" საარჩევნო შტაბში ჟურნალისტები არ შუშვეს [Video]

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED