ომბუდსმენი ციხეში გარდაცვლილ პატიმარზე პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

2013.10.18 ავტორი: TS

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის, გოგა ძველაიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი ომბუდსმენს მოუწოდებს შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები. ომბუდსმენის განმარტებით, გამოძიების დამოუკიდებლობისათვის  საქმე  პროკურტატურამ უნდა გამოიძიოს.

"ცხადია, ძნელია თითეული ოჯახის ტრაგედია და ტკივილი ციფრებში გადმოსცე, მაგრამ საზოგადოებას არ ახსოვს გასულ წლებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი პირების მოწოდებები კონკრეტული სიკვდილობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე.

 

გასულ წლებში ქვეყნის პირველი პირი რომ დაინტერესებულიყო ზემოაღნიშნული სტატისტიკით და ეზრუნა სიტუაციის გაუმჯობესებაზე, შესაძლოა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება გამოსწორებულიყო, არ მომხდარიყო ის საშინელი წამების ფაქტები, რომელთა გამოც დღეს 12 პირი პასუხიგებაშია მიცემული და სასჯელს იხდის, მრავალი პატიმრისათვის აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება და მინიმუმადე დაეყვანათ სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილობის მაჩვენებლი"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

 

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2010-2011 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში 142 და 140 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 2013 წელს - 18 პატიმარი.

 

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის აპარატმა პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტის შესწავლა ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დაიწყო.

 

"იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებდონენ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაწესებულებაში არსებული ყველა ტიპის დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება. საქმის შესასწავლად, მნიშვნელოვანია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ჯერ არის დასრულებული.

 

სახალხო დამცველი და მისი აპარატი არც ერთ ასეთ ფაქტს არ ტოვებს უყურადღებოდ და საკუთარი მანდატის ფარგლებში ახორციელებს ასეთი ფაქტების შესწავლას, რათა არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და თითოეულ ამგვარ ფაქტზე დადგინდეს ჭეშმარიტება "- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED