ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის მამა - "არსად მითქვამს, რომ მკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავ"

2013.10.14 ავტორი: TS

"ციხეში არაფერი მინახავს ისეთი, რაც დამარწმუნებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მაგრამ არსად მითქვამს, რომ მკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავ,"– აცხადებს TSpress - თან საუბრისას ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის, გოგა ძველაიას მამამ, დავით ძველაიამ, რომელიც მინისტრს იმ ციხეში შეხვდა, სადაც ოფიციალური ვერსიით, მისმა შვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა.

მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ განმარტა, სავარუდოდ გოგა საკანში განთავსებულ საპირფარეშოში ხელსაბანზე ავიდა და თოკი ე.წ. "ფორტოჩკაზე" ჩამოკიდა, თუმცა თავად ციხის მაყურებელთან კონფლიქტის გამო მკვლელობასაც არ გამორიცხავს. 

 

"რამდენად შეძლებდა იქ ასვლას, გაუძლებდა თუ არა ზეწარი სიმძიმეს და ა.შ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ექსქპერტმაც აიღო მონაცემები."– განმარტავს გარდაცვლილის მამა. მისი თქმით, დაათვალიერებინეს ციხის სპორტდარბაზი და მისი შვილის წინა პატიმრობისას დახატული ნახატები.

 

დავით ძველაიას თქმით, ციხის სამეთვალყურეო კმაერით გადაღებულ კადრებს უახლოეს დღეებში აჩვენებენ და მისი თქმით, როგორც მინისტრმა განუმარტა, ექნება საშუალება ექსპერტიზაც ჩაატაროს, არის თუ არა კადრები დამონტაჟებული.

 

მისი თქმით, გარდაცვალების პირველ დღეს ციხის უფროსმა მასთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ კადრების ნაწილს ხარვეზი ქონდა, რაც შემდგომ უარყო.

 

"პირველ დღეს ამბობდა, კადრები საკანშიცაა გადაღებული, სადაც ჩანს რომ საკანში მარტოაო, ვუთხარი ჩანდა თუ არა, როგორ ამზადებდა თვითმკვლელობსისთვის ზეწარს და როგორ მოიკლა თავი, მითხრა - არაო, რადგან თვითმკვლელობა ტუალეტში ჩაიდინა, სადაც კამერები არაა, ისიც აღნიშნა, რომ კადრების მცირე მონაკვეთს ხარვეზი აქვსო."– აცხადებს დავით ძველაია. 

 

შეგახსენებთ, რომ 16 წლის დავით ძველაია ქუთაისის ციხეში 4 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვნეს. სასჯელაღასრულების სამინისტრომ, გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

 

ამავე თემაზე:

 

ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის პოზიცია და სოზარ სუბარის პასუხი [Photo]

 

 

.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED