ეკა ბესელიასა და ტ/კ "მეცხრე ტალღის" ბოიკოტი TSpress-ის მიმართ გრძელდება

2013.10.13 ავტორი: TS

"ნაციონალური მოძრაობის" და ფოთის საკრებუბლოს წევრის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებაზე -"ეკა ბესელიამ ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს" - ფოთის მაჟორიტარმა, ეკა ბესელიამ TSpress - თან კომენტარი რამდენიმე დღის მანძილზე არ გააკეთა. ადგილობრივი ტ/კ "მეცხრე ტალღის" ეთერით კი, რომელიც TSpress-ის ხსენებაზე ცენზურას კვლავ აგრძელებს, განაცხადა, რომ ცხვიტარიასთან დავას სასამართლოს გზით აპირებს. 

აღნიშნული განცხადება ცხვიტარიამ ახალი ხელისუფლების 1-წლიანი მუშაობის შეფასებისას TSpress - თან საუბრისას გააკეთა.

 

მისი თქმით, "ერთადერთი ცვლილება," რაც ქალაქში შეინიშნება "ბიზნესმენების ტერორია". საკრებულოს დეპუტატი ეჭვობს, რომ ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას ინიციატივით დაფუძნებულ "ფოთის აღორძინების ფონდიდან"თანხების არამიზნობრივად იხარჯება.

 

-"სიახლე არის ქალაქში ის, რომ ეკა ბესელიამ ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს. ბიზნესმენებსი გადმორიცხული 2 მლნ ლარიაო ფონდში რომ თქვეს, რა გააკეთეს? სანაპიროზე დაიწყო რაღაცის გაკეთება, 5 ლამპიონი და 4 სკამი დადგეს და ესაა ამათი მთელი წლის ნამუშევარი. სხვა თანხა, ალბათ. ჯიბეში ჩაიდეს."- აცხადებს ცხვიტარია, კონკრეტულ შემთხვევები და ბიზნესმენები ვერ დაასახელა.

 

კომენტარისთვის TSpress -მა ეკეა ბესელია პრესცენტრის წარმომადგენელს, მარი ბერძენაძეს მიმართა. მისი დაპირებით, კომენტარის მიღების პრობლემა გამოცემას არ ექნებოდა და კომენტარის მოწოდებას დღის ბოლოსთვის დაპირდა, თუმცა, არც იმ დღის ბოლოს და არც მომდევნო დღეებში გამოცემამ კომენტარი ვერ მიიღო. 

 

ბერძენაძე უარყოფს, რომ ბესელია გამოცემასთან კომენტარს არ აკეთებს: "გითხართ, რომ კომენტარს არ აკეთებს? გააკეთებს, როცა მოიცლის და გამოგიგზავნით". კომენტარი გამოცემას 4 ოქტომბრიდან დღემდე არ მიუღია. 

  

მოგვიანებით, TSpress - ში დარეჯან ცხვიტარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ბესელიამ კომენტარი ადგილობრივი ტელევიზიის "მეცხრე ტალღით" ეთერში გააკეთა. გამოცემა და ცხვიტარიას კონკრეტულად რომელ განცხადებაზე იყო საუბარი ეთერში არც წამყვანს, თეა აბსარიძეს და არც მაჟორიტარს, ეკა ბესელია არ დაუკონკრეტებიათ. (ბესელიას ბოიკოტის მსგავსად, ადგილობრივი ტელეკომპანიის მხრიდან TSpress-ის დაბლოკვის შემთხვევა პირველი არ ყოფილა.)

 

"თქვენმა ერთ-ერთმა ოპონენტმა, თქვა, რომ ბიზნესი არის დატერორებული ქალაქში და თქვენს წვლილზეც იყო საუბარი.."- ამგვარად დაუსვა კითხვა წამყვანმა, ბესელიამ საპასუხოდ ცხვიტარიას "მატყუარა" და "ძალიან უპასუხისმგებლო ქალბატონი" უწოდა, რომელიც მისი თქმით, ძალიან უღირსი განცხადებებით გამოირჩევა.

 

"ის საკრებულოს წევრია და მხოლოდ ამიტომ ვუპასუხებ, თორემ პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი სხვა შემთხვევაში. რადგან საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მსგავსი რამის უფლება მისცა თავის თავს და განაცხადა, რომ თურმე დეპუტატი ფულს აკეთებს, კეთილს ინებებს და აი, ამ განცხადებაზე პასუხს აგებს. მოიტანს და დადებს კონკრეტულ ფაქტს და ამას მოიტანს ის სასამართლოში” – განაცხადა გადაცემაში ეკა ბესელიამ.

 

დარეჯან ცხვიტარია კი,  მაჟორიტარი დეპუტატის სატელევიზიო გამოსვლას "ამაზრზენსა და სასაცილოს" უწოდებს.

 

“ძალიან ამაზრზენი და სასაცილო იყო მისი კომენტარი, იმდენად რამდენადაც სიმართლის მოსმენამ ააჭიხვინა ბესელია და გამოიყვანა მწყობრიდან”- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ "მეცხრე ტალღასთან" საუბარში.

 

TSpress - თან საუბარში ფონდის საქმიანობისა და ფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს. მისი თქმით, თავად უნდა წარმოადგინონ მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. 

 

ცხვიტარიას განცხადებით, არცერთი ბიზნესმენი არ იტყვის ღიად იმას, რომ "მას თანხის გადარიცხვას აიძულებენ, მძიმე ეკონომიკურ პირობებში ძნელი სარწმუნოა, რომ ბიზნესმენს სურვილი გაუჩნდეს გაურკვევლ ფონდში, გაურკვევლი საქმისთვის გადარიცხოს ათასობით ლარი, როცა რას ხმარდება თანხა, იმასაც კი არ ეუბნებიან"- აღნიშნავს ცხვიტარია.

 

 

ამავე თემაზე:


დარეჯან ცხვიტარია - ეკა ბესელიამ ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს [Video]

 

ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია

 

მაჟორიტარის გაუმჭვირვალე ფონდიდან ფოთში სანაპირო ზოლი უნდა კეთილმოეწყოს [Video]

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]

 

მარგველაშვილის ფოთის შტაბი TSpress-ს აქტივობების გაშუქებაში ხელს უშლის [VIdeo]

 

TSpress-ი მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს


ჟურნალისტის მიერ ეთერში დაბლოკილი TSpress-ი და დამალული ვიდეომასალა [Audio]




 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED